თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ესენი იმდენს იზავენ გორს დაუწყებთ ბალერშიკობას..გადმოიყვანეთ ღუდუშაური!!!!!
თაზიკა
16:34 09-02-2021
0
ფიფია გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს მთლად გააბანძა ერთ დროს სახელოვანი გუნდი, ამის მოხერხება ხომ გინდა რაც ამ კაცმა დინამოს დამართა ან ეს ბანძი ლეგიონერები სად ნახა ასეთებს სანთლით ვერ იპოვი! წადი რა დაანებე გუნდს თავი
aleksandre
12:49 09-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული