თბილისის "ლოკომოტივი" ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა.
თბილისელთა მხრიდან დუბლი ომარ იმრანმა შეასრულა, 1 გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, ხოლო 1 გოლი მოსკოველებმა საკუთარ კარში შეაგდეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული გუნდი უძლიერესი შემადგენლობით (უფრო გულწრფელები თუ ვიქნებით, სარეზერვო შემადგენლობით) თამაშობდა, მოგება მაინც ძალიან სასიამოვნოა.