საქართველოს სუპერთასზე ეროვნული ლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" თასის მფლობელ, პირველი ლიგის "გაგრას" სძლია.
თბილისის "დინამო" მერვედ გახდა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი. "დინამოს" თავკაცმა გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
მატჩს საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
დინამო (თბ) - გაგრა 2:2 (პენ 5:4)
გოლები: 0:1 ქობულაძე (13), 1:1 მარუშიჩი (47), 2:1 გაბედავა (67), 2:2 ნოზაძე (78)
დინამო (თბ): კვასხვაძე, მონხილი, კობოური (79' იაშვილი), ქარდავა (59' კუცია), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მარუსიჩი (79' ახვლედიანი)
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე (59' მუმლაძე), სულთანიშვილი (59' კაკიაშვილი), ხაბელაშვილი (65' იონანიძე), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (71' მარკოზაშვილი), სამუშია (71' საჯაია)