მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
derstandard.at-ი, skysportaustria, sn.at-ი და სხვა ავსტრიული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვენის "აუსტრიას" მერაბ ჟორდანია შეიძენს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში შეთანხმებას მიაღწევენ.

"აუსტრიას" დირექტორთა საბჭოს წევრმა მარკუს კრეტჩმერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინიშის სწორზე გავიდა, უნდათ კლუბისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღონ და ყველაფერი თებერვლის ბოლოს დასრულდება.

კრეტჩმერმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ კლუბს მერაბ ჟორდანია ყიდულობს: "გთხოვთ გამიგოთ, სახელებს არ დავასახელებ და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ".

მან დასძინა: "ახლა კონტრაქტები იურისტებმა უნდა მოამზადონ და
შემდეგ ყველაფერს გამოვაცხადებთ. თანამშრომლობა არათუ მრავალწლიანი, არამედ მრავალათწლეულიანი უნდა იყოს".

Sportall.Ge

"აუსტრიას" მეორე გუნდში უკვე ჩაირიცხა მერაბ ჟორდანიას 24 წლის შვილი, ნახევარმცველი ლევან ჟორდანია, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა


მკითხველის კომენტარები / 25 /
ჰმ, გაუჭირდებოდა, რაც მაგან აქედან შევარდნაძის დროს ფული წაიღო,აუსტრია კი არა ლონდონის არსენალი რომ ეყიდა არ გამიკვირდებოდა.
ფეოლა
27 თებერვალი 2021 13:30
2
ჟორდანიას წარსულისადმი დიდი ანტიპატიის მიუხედავად, ერთის იმედი მააქვს, რომ 2-3 ნიჭიერ ქართველს წაიყვანს თავის გუნდში ყოველწლიურად და მისცემს ზრდის და განვითარების საშუალებას. ავსტრიის ჩემპიონატი პროგრესირებს და დიდი ჩემპიონატების გუნდების ყურადღებასაც იპყრობს, რაც მომავლისთვის კარგ საქმეს გაუკეთებს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
Just Supporter
27 თებერვალი 2021 13:10
6
guria elodeba baton merabs,guria sanam ar moixodeba ikamde chamkvdari ikneba kartuli fexburti! tarmatebebi merab zordanias!
qomagi
27 თებერვალი 2021 13:10
3
წარმატებები ბატონო მერაბ, იმედია იმ დანაპირებსაც შეასრულებთ რაც გურიის მიმართ გაეცით.
hhh
27 თებერვალი 2021 12:48
8
ამის და არ იყო ცოტა ხნის წინ სამკურნალო ფულს რომ მათხოვრობდა?
გელა
27 თებერვალი 2021 12:17
5
უდავოდ ნიჭიერი კაცია, კარგი მუნუჯერი და ფეხბურთის დიდი პროფი. ეს აღიარა ჰოლანდიის სამეფო კარის პრეს-სამსახურმა. შურიანებს ნუ გეწყინებათ, მარა ვიღაც ქართული გვარის მხოლოდ მატარებლის გატანილი გოლი გიხარიათ და შუა ევროპაში, "კიროვის" ბაღში გაზრდილი კაცის წარმატება გაღიზიანებთ.
რატი
27 თებერვალი 2021 11:02
24
და საიდან მერე კიროვის ბაღში გაზრდილ ვაჟკაცს ამხელა თანხა? ლეგალურად აქვს ნაშოვნი? მაშინ ბედნიერად მოიხმაროს მაგრამ მემგონი ვიცით როგორც აქვთ მოპოვებული.
ნიკო
27 თებერვალი 2021 15:32
2
ამ კაცის წარმატება კი არა, გაზპრომი გვაღიზიანებს! ისე რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა? ორჯონიკიძეც საქართველოში დაიბადა და ყორღანაშვილიც! მარტო იმიტომ პატივისცემა, რომ თბილისში დაიბადა არ შეიძლება!
P.S. შენგან ნახსენებ"კიროვის" პარკს კი სინამდვილეში ვერის პარკი ქვია! ასევე იმედია "ლენინის" მოედანს, "სპიჩკას" და ა.შ. არ ხმარობ ;)
გიორგი
27 თებერვალი 2021 14:15
4
ამათ უყურეტ გაზპრომს და მატ ექპოფრტს რომ არეკლამებს! ეგერ ურცხვად! რუსტეი და მატი გაზი რა შუაშია ამათთან? ანუ ისინი აფიანსებენე ტუ რატომ უჭირავს ეს რეკლამა ამ ბავშბს ხელში

ჯორდანია რუსია თუ რა
hm
27 თებერვალი 2021 10:38
12
ამან კიდევ რა წაიღო ამდენი ამ საქართველოდან, რომ აღარ გამოელია?!...
...და ამისნაირი კიდევ, რამდენი იყო ამ საქართველოში 30 წლის მანილზე?!...
კიდევ კარგ დღეში ვართ!!!
buba
27 თებერვალი 2021 10:06
4
აი რას ნიშნავს სახელმწიფო დახმარება,აქ ნაძარცვი ფულით აუსტრია იყიდა!
არა ქოცს! არა ნაცს!
27 თებერვალი 2021 09:32
4
Chelsi eyida,chelsishi gveyoleboda legioneri
Levani
27 თებერვალი 2021 05:22
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული