წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე დღეს იუბილარია. ის დღეს 43 წლის გახდა.
კალაძეს დაბადების დღე მისმა ყოფილმა გუნდმა "მილანმა" მიულოცა:
"დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო ქართულო ლეგენდავ", - წერია "როსონერის" სოციალური ქსელის გვერდზე.
აქვე გეტყვით, რომ კალაძე "მილანში" 2001/10-წლებში თამაშობდა, მან კარიერა 2012 წელს "ჯენოაში" დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა.