"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, სადაც მან თავის ტყუპისცალ შოთა არველაძის სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
"შოთის შემოთავაზებები აქვს ყატარიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთის რამდენიმე გუნდიდან.
ახლა ევროპაში ჩემპიონატები ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის და გადაწყვეტილების მიღებას შოთი ჯერჯერობით არ ჩქარობს.
თუ მან ყატარული ვარიანტი არჩია, სავარაუდოდ, ის სამწვრთნელო საქმიანობას აპრილში დაუბრუნდება.
ნიდერლანდებიდანაც სერიოზული ინტერესია. საუბარია "ალკმაარზე". ამ გუნდის მომავალ შესაძლო მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი კანდიდატი შოთაცაა", - თქვა აჩი არველაძემ.