საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთს ერევანშიც მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

​ერევანში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, მე-6 წუთზე ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ნიკოლოზ კურტანიძემ აიღო. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა. მე-9 წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ბინიომ დაასრულა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ სომხეთის ნაკრებმა თამაშის გათანაბრება შეძლო და მე-12 წუთზე მაშუმიანმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ორივე კართან შექმნილი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

​მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. 21-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი შეტევის შედეგად ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ნევედეროვმა გადაგზავნა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2. საქართველოს ნაკრებმა კვლავ დაწინაურება მალევე მოახერხა, 23-ე წუთზე რონინიოს გადაცემით ელისანდრომ ისარგებლა და ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

​სომხეთი 2:3 საქართველო
ერევანი, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი

​სომხეთი: ბოიარკინი, ხრომიხი, სანოსიანი, ნევედროვი, მელქოიანი
​სათადარიგო შემადგენლობა: მიულერი, მანუკიანი, ბაღდასარიანი, მარგარიანი, გალსტიანი, მაშუმიანი, დე კამპოსი, ასლანიანი, ვიტინიო

​მთავარი მწვრთნელი: ედგარ ნაზარეთიანი

​საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო
​სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ბინიო, პეტრი ბრანკო

​მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​მსაჯები: გრიგორი ოშომკოვი (ესტონეთი), იაგნარ იაკობსონი (ესტონეთი), მირან კუდოიანი (სომხეთი)

​გაფრთხილება: 09:30' მელქონიანი, 12:19' გალსტიანი, 19:29' თოფურია, 32:03 მაშუმიანი
გოლები: 0:1 კურტანიძე (05:56'), 0:2 ბინიო (08:09'), 1:2 მაშუმიანი (11:33'), 2:2 ნევედროვი (20:26'), 2:3 ელისანდრო (22:03')

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას 9 აპრილს, საფრანგეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

​​ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთად ასპარეზობს. ოთხი ტურის შემდეგ მოპოვებული 7 ქულით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი, 12 ქულით, რუსეთია. დეტალები იხილეთ ბმულზე.

​​ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მიყვარს ფეხბურთი ნატურა.არავითარი ამერიკული ფეხბურთი და არავითარი ფუტზალი
ბაჩი
16:28 11-03-2021
6

სიახლეები პოპულარული