ჯანო: თუ "რეალი" არ დამირეკავს, ბათუმის "დინამოში" თამაში მინდა

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარცველმა ჯანო ანანიძემ championat-თან კარიერის გაგრძელებაზე, მუხლის პრობლემასა და "როტორის" დატოვებაზე ისაუბრა:

"კიდევ ვაპირებ თამაშს. კარიერის დასრულებისთვის ჯერ კიდევ პატარა ვარ: სიმაღლითაც და ასაკითაც. ახლა ისეთი ტრავმა არ მაქვს, რომ რაღაც ოპერაცია მჭირდებოდეს. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ მიფიქრია, მე ხომ ჯერ კიდევ კვიპროსის შემდეგ მუხლის ანთება მქონდა. რეაბილიტაციის პროცესი გავიარე, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა.

ვიღაც ამბობდა, რომ ეს სერიოზულია, ვიღაც ამბობდა - თვითონ გაივლისო. როდესაც რეაბილიტაციას საქართველოში გავდიოდი, მერე კი სირბილს ვიწყებდი, ისევ შემაწუხა. მუხლიდან
სითხის ამოტუმბვა ხშირად არ შეიძლება. შემდეგ ტრავმა "როტორში" გამირთულდა.

"როტორში" გატარებულ პერიოდზე ჩემზე ყველანაირ სისულელეს წერენ. თავიდანვე ვიყავი მოლაპარაკებული, რომ თუ ფეხთან დაკავშირებით პრობლემა მექნებოდა, წავიდოდი. არანაირი ფული არ მჭირდება. თითქმის მთელი თანხა კლუბში დავტოვე, არაფერი ამიღია.

ერთი თვის ხელფასი გადამიხადეს, რომელიც გუნდში გავატარე. შემეძლო ვმჯდარიყავი, აღდგენა გამეგრძელებინა და გასამრჯელოს აღება გამეგრძელებინა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ლამაზად დავშორდით.

დავბრუნდი საქართველოში და ბათუმის „დინამოს“ ვარჯიშებზე აყვანა ვთხოვე, რადგან მოედანზე ყოფნა მინდა. ისინი დამთანხმდნენ. თითქმის ორი კვირაა მათთან ვვარჯიშობ. ფორმაში ჩადგომა მინდა. ზედმეტი კილოგრამები თითქმის მოვიცილე.

წინადადებები თურქეთიდან და ყაზახეთიდან მქონდა, ამ დღებში საემიროებიდან დამირეკეს, მაგრამ არსად წასვლა არ მინდა, რადგან ჯერ ფორმაში არ ვარ, დაშლილი ვარ. სრულფასოვანი შეკრების გავლაა საჭირო, რიტმში ჩართვა და თამაში. ამიტომ ვიმყოფები ახლა ბათუმში. აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. მე ეს მსურს. თუ მათთან კონტრაქტს გავაფორმებ, გამიხარდება, თუმცა გადაწყვეტილება მათი მისაღებია. ამჟამად სანაკრებო პაუზაა. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, მინდა „დინამოში“ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვცადო.

ერთია უბრალოდ ვარჯიში და მეორე სრულფასოვანი ხელშეკრულება. მინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რათა ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული. თამაში მსურს. ასე რომ, აქ სიამოვნებით დავრჩები, თუ ხვალ „რეალი“ არ დამირეკავს“.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მანამდე ვირი ხეზე ავა , შენ რომ რეალი დაგირეკავს
gia
17 მარტი 2021 01:59
38
ჯანოს წარმატებას ვუსურვებ მისი კლასის სათამაშო ინტელექტის და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი ცოტა გვყავს იმედი მაქ პრობლემები უკან დარჩა და მალე აღიდგენს ფორმას და დაიწყებს თამაშს
გიო
17 მარტი 2021 01:18
0
წყალტუბო ჯობია ბიჭო წყალტუბო.
dsag
16 მარტი 2021 23:53
53
ჯანო რამდენადაც მაგარი ადამიანი ხარ იმდენადვე მაგარი კარიერა უნდა გქონოდა მეგობარო, თუმცა არ დანებდე მე მჯერა რომ კიდევ შეგიძლია კარგ დონეზე თამაში.
გიგა
16 მარტი 2021 23:44
2
არ გინდა ჯანო ნუღარ წვალობ მონახე სადმე კარგი მწვრთნელთა სკოლა დაამთავრა და დიდ შანსია მანდ გაგიმართლოს.
jjj
16 მარტი 2021 23:44
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული