ჯანო: თუ "რეალი" არ დამირეკავს, ბათუმის "დინამოში" თამაში მინდა

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარცველმა ჯანო ანანიძემ championat-თან კარიერის გაგრძელებაზე, მუხლის პრობლემასა და "როტორის" დატოვებაზე ისაუბრა:

"კიდევ ვაპირებ თამაშს. კარიერის დასრულებისთვის ჯერ კიდევ პატარა ვარ: სიმაღლითაც და ასაკითაც. ახლა ისეთი ტრავმა არ მაქვს, რომ რაღაც ოპერაცია მჭირდებოდეს. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ მიფიქრია, მე ხომ ჯერ კიდევ კვიპროსის შემდეგ მუხლის ანთება მქონდა. რეაბილიტაციის პროცესი გავიარე, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა.

ვიღაც ამბობდა, რომ ეს სერიოზულია, ვიღაც ამბობდა - თვითონ გაივლისო. როდესაც რეაბილიტაციას საქართველოში გავდიოდი, მერე კი სირბილს ვიწყებდი, ისევ შემაწუხა. მუხლიდან
სითხის ამოტუმბვა ხშირად არ შეიძლება. შემდეგ ტრავმა "როტორში" გამირთულდა.

"როტორში" გატარებულ პერიოდზე ჩემზე ყველანაირ სისულელეს წერენ. თავიდანვე ვიყავი მოლაპარაკებული, რომ თუ ფეხთან დაკავშირებით პრობლემა მექნებოდა, წავიდოდი. არანაირი ფული არ მჭირდება. თითქმის მთელი თანხა კლუბში დავტოვე, არაფერი ამიღია.

ერთი თვის ხელფასი გადამიხადეს, რომელიც გუნდში გავატარე. შემეძლო ვმჯდარიყავი, აღდგენა გამეგრძელებინა და გასამრჯელოს აღება გამეგრძელებინა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ლამაზად დავშორდით.

დავბრუნდი საქართველოში და ბათუმის „დინამოს“ ვარჯიშებზე აყვანა ვთხოვე, რადგან მოედანზე ყოფნა მინდა. ისინი დამთანხმდნენ. თითქმის ორი კვირაა მათთან ვვარჯიშობ. ფორმაში ჩადგომა მინდა. ზედმეტი კილოგრამები თითქმის მოვიცილე.

წინადადებები თურქეთიდან და ყაზახეთიდან მქონდა, ამ დღებში საემიროებიდან დამირეკეს, მაგრამ არსად წასვლა არ მინდა, რადგან ჯერ ფორმაში არ ვარ, დაშლილი ვარ. სრულფასოვანი შეკრების გავლაა საჭირო, რიტმში ჩართვა და თამაში. ამიტომ ვიმყოფები ახლა ბათუმში. აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. მე ეს მსურს. თუ მათთან კონტრაქტს გავაფორმებ, გამიხარდება, თუმცა გადაწყვეტილება მათი მისაღებია. ამჟამად სანაკრებო პაუზაა. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, მინდა „დინამოში“ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვცადო.

ერთია უბრალოდ ვარჯიში და მეორე სრულფასოვანი ხელშეკრულება. მინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რათა ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული. თამაში მსურს. ასე რომ, აქ სიამოვნებით დავრჩები, თუ ხვალ „რეალი“ არ დამირეკავს“.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჯანოს რეალი ბურთის მიმწოდებლად არ აიყვანს. ვისაც ეს სიაფანდი ფეხბურთელი გგონიათ, კარგად იყავით.
სტატუს ქუო
18 მარტი 2021 20:29
3
იმ ხალხის მიკვირს,იუმორის მატამალი რომ არ გააჩნია თან ძალიან ჭკვიანი გონია თავი.
ushangi
17 მარტი 2021 19:51
0
ე ბიჭო ცოტა ახლოახლო მაინც თქვი )) რათქმაუნდა წარმატებები!!
lasha
17 მარტი 2021 18:29
0
Jano kai bichia,kargi adamiania,kargi teqnikuri fexburtelicaa,magram sanakrebo done ar aris..im spartakshic roca janmrtelad iyo ar atamashebdnen xshirad...radgan fexshi pasi miige miecis fexburti ar aris didi xania. Shveicariastan janoc vakoc oqric kacs moatyuebdnen da ver garbodnen is motyuebuli kaci isev win edgat ..
Bolo 10 weli amis oqriashvilis da yazaishvilis fexshi pasis svarka fexburti iyo da imito viyavit am dgeshi..damdgari adzlevdnen ertmanets pass da egonat kreatiulebi varto-irlandiis da daniis mcvelebi gimilit adevnebdnen tvals magat profesorobas...mase moyvarul fexburtis gunds ver gautan gols..da verc gagvqonda
Levani
17 მარტი 2021 18:24
2
წაიღადავა ხალხო. ბათუმის დონამო და რელის ერთმანეთიდ გვერდით დააყენე :)
ჯანოს წარმატებებს ვუსურვებ!
იიგი, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კარგია რომ ფეხბურთით არის შეპყრობილი. იმედია სეზონს წარმატებულად ჩაატარებს და ბევრად უფრო სოლიდურ გუნდში გადავა, ტაპობრივად.
რაც მთავრია, იმ დაწყევლილ ქვეყანას განერიდა...
₾ადო
17 მარტი 2021 17:41
0
წადი ბოშო სახლში, გაპიარეს, გაპიარეს, მარა არაფერი მგამოვიდა შენგან. ბათუმში კი არა და თბილისის დუბლებშიც არაა შენი ადგილი.
გიორგი
17 მარტი 2021 16:39
17
გენაცვალე ჯანო, კარგია, რომ ბათუმში გინდა თამაში, დიდი იმედი მაქვს და მჯერა მალე ნაკრებშიც გიხილავთ. როცა შენ ხარ ნაკრებში უკეთესად გამოიყურება და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს.
x.x
17 მარტი 2021 15:51
2
ჯანო დაამშვენებს ბათუმის "დინამოს" და საქართველოს პირველობას. წარმატებებს ვუსურვებ!!!
tngh
17 მარტი 2021 15:35
1
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ჯანო! მჯერა რომ კიდევ ითამაშებს დიდ ფეხბურთს! წარმატებები მას!
რობი
17 მარტი 2021 13:48
2
მე პატივს ვცემ ჯანოს. ყველა მის გადაწყვეტილებას მის კარიერასთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები. მაგრამ საქართველოს ნაკრებში არასდროს არ მიგვრძნია რომ უგულოდ ეთამაშოს, ყოველთვის თავდადებით თამაშობდა. ეს უნდა დავაფასოთ. სამწუხაროა, რომ ტრავმებმა გააწამეს. ესპანეთში რომ ეთამაშა და ტრამვები არ ქონოდა ინიესტაზე ნაკლებად არ გაიქაჩებოდა. მადლობა, ჯანო და ღმერთი შენსკენ! იბრძოლე და კვლავ გაგვახარე ლამაზი თამაშით. ბევრი გულშემატკივარი გყავს, იცოდე!
ქუთაისელი
17 მარტი 2021 13:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული