რატომ უწოდა ანჩელოტიმ კალაძეს გენიოსი? პასუხი უცნაურია

AutoSharing Option
ბერძნული გამოცემა "იტალიანსი" საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ფეხბურთელ კახი კალაძეზე სტატიას აქვეყნებს. 

მასალის ერთ-ერთი ნაწილი ეხება ქართველი მცველის  მიმართ იტალიური გრანდის  მწვრთნელისა და თანაგუნდელების დამოკიდებულებებს:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კახის გენიოსი იმის გამო უწოდა,  რომ ჯენარო გატუზო ცელქი გახადა.

თავის მხრივ, გატუზო ამბობდა, რომ ქართველი მისი ყველაზე ერთგული თანაგუნდელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ რთული პერიოდები გაიარა, ყოველთვის იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო"...

წყარო: italians.gr

მკითხველის კომენტარები / 19 /
ანჩელოტ, ნაცებმა არ გაგიგონ,ჩაგქოლავენ
ქართველი
08 აპრილი 2021 15:49
9
მე როგორც ვიცი ისე განიცადა კალაძემ ეგ ორი გოლი ფსიქოლოგთან დადიოდა აზრზე მოსასვლელად და ეგ ბუნებრივიცაა ,ტიპი იმ მილანში თამაშობდა რომელმაც ორი ლიგა მოიგო თან იმ დროს და ჩამოდის ეთამაშება იმ ნაკრებს რომელ ლიგაშიც გრანდია და ესეთი რამე მოსდის.
ჩემი აზრით უნდა ეპატიოს და ძალიან არასწორად მიმაჩნია ამდენი აგრესია და დაცინვა ,სხვა არცერთი (ნორმალური) ქვეყნის გულშემატკივარი მიაძახებდა კაპასი ქალივით ამდენი ხანი...დავაფასოთ საქართველოს ყველა დროს ერთერთი წარმატებული ფეხბურთელი
recondite
08 აპრილი 2021 22:24
3
ყველაზე მაგარი ისაა რომ ინტერნეტ მღრღნელები ღადაობენ ტიპზე რომელმაც მილანი ითამაშა იმ დროს(8 წელი) როცა ორჯერ მოიგო ლიგა
დათო
08 აპრილი 2021 20:46
6
რა აქ საპატიებელი ვერ ვიგებ? ვისაც არ უთამაშია არ გაუტანია.
კალაძე,ფაჩულია,ნადირაძე,ტალახაძე და კიდევ ბევრნი ჩემთვის არიან მაგალითი სპორტსმენები! პროფესიონალები.
კალაძე არი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა მიახწიო შრომით,ოფლის ღვრით წარმატებას! კაცი თამაშობდა იმ მილანში,რომელიც ყველაფერს იგებდა და თამაშობდა იმ დროს როდესაც თავს დაატეხეს დიდი უბედურება და გაუძლო ამას ყველაფერს! გაუძლო კონკურენციას და ითამაშა სტაბილურად!
მე პირადად მეამაყება ასეთი ქართველები! ბოღმიანებმა კი ცივი წყალი დალიეთ და ზედ „ჰალსტუხი“ (თქვენი ბელადივით)მიაყოლეთ დესერტად.
წარმატებები კალაძეს!
Jordan beli
09 აპრილი 2021 07:29
7
ნეტავ 21 საუკუნეში ერთი ქართველი კიდევ გამოჩენილიყოს, რომელიც ორჯერ მოიგებს ლიგა ს და კიდევ გუნდი ერთ ფინალს ითამაშებს/ იმ ფინალსაც 3:0 იგებდნენ და წააგეს/
ჯუჯი
08 აპრილი 2021 22:00
2
კალაძე გენიოსია? )))))))) ახალი ანეკდოტი კალაძე გენიოს )))))))))))))))))












vvvvv
08 აპრილი 2021 14:53
82
ეს თვითონ კი არა მისმა მწვრთნელმა ანჩელოტიმ თქვა და თანაც არ საფებურთო სფეროში, გაიგიჟეთ ახლა თავები.
გიზოგ
27 ოქტომბერი 2021 13:13
0
ინტერპრეტაციის გარეშე: გენია (თუ მივგუგლ-მოვგუგლავთ და მოკლედ აღვწერთ შედეგებს) გულისხმობს უდიდეს შემოქმედებით ნიჭს. ამ შეფასებით გამოდის, რომ ბატონი კახა კალაძე არის "უდიდესი შემოქმედი ნიჭის" მქონე პიროვნება.

დანარჩენი - უკვე რწმენის და გამოხატვის თავისუფლების სფეროა. ვის სჯერა და ვის არა - რომ კახა კალაძე არის - უდიდესი შემოქმედი.
ინტერპრეტაციის გარეშე
09 აპრილი 2021 11:32
8
გასაგებია: ვინმეს ცელქს თუ გახდი, გენიოსი ხარ! ;)
ვვვ
08 აპრილი 2021 17:32
28
ირლანდიელმა მცველმა საკუთარ კარში სამი გოლი გაიტანა და არავის უგინებია და ულანძღია.
2013 წელს,მე მგონი მარტში,რეალი გრანადას ხვდებოდა და რონალდომ საკუთარ კარში გოლი გაიტანა და რეალმა ის თამაში წააგო,მიუხედავად ამისა რონალდო დღესაც ყველა გულშემატკივართათვის საყვარელი და დაფასებული ფეხბურთელია,რაც შეეხება საკუთარ კარში ორი გოლის გამტან მცველებს ასეთები უამრავია მსოფლიოში და კალაძისაგან გიკვირთ?რომელმაც მსოფლიოს მაშინდელ ერთერთ უპირველეს კლუბში მილანში მაღალ დონეზე 9 წელი ითამაშა,ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.
როგორც ქალაქის მერიც წარმატებულია,რატომ?ვინც იცნობთ თბილისს და მის მიწისქვეშა კომუნიკაციებს დამეთანხმებიან,რომ ქალაქი ამ კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ფეკალურ მასებში იხრჩობოდა,სანამ კალაძე არ მოვიდა,მანამდე არცერთ მერს აზრადაც არ მოსვლია ქალაქის მიწისქვეშა კომინიკაციების რეაბილიტაცია და ძველის ახლით ჩანაცვლება,ეს კალაძემ შეძლო და ახლაც აგრძელებს საშვილიშვილო საქმიანობას ამ კუთხით და არამარტო ამ კუთხით,ასევე მიმდინარეობს ქალაქის მასიური გამწვანება და ბაღნარად ქცევა ვინც ვერ ხედავთ ეს თქვენი პრობლემაა.
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი.....
ასევე დიდი კონსტანტინეს სიტყვებს გაგახსენებთ.....მაგრამ ჩვენში თუ ვინმე დიდი კაცი გამოერია,ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.....
საფიჩხიელი
20 იანვარი 2024 17:08
4
ახლაც იქაა სადც უნდა იყოს
ტეტე
26 ოქტომბერი 2021 16:11
4
რა თქმა უნდა გენიოსია, საქართველოს ნაკრების კარში დუბლი შეასრულა
მესის ფანი
08 აპრილი 2021 18:31
104
აპატიეთ ამ კაცს როგორც ფეხბურთელს ეს ორი გოლი, ხო არ შეიძლება მთელი ცხოვრება აძახოთ!! როგორც პოლიტიკოსი თუ არ მოგწონს ეგ მოსულა, და ეს გოლები კიდევ რა გახდა ბაქოს პენალტის გაფუჭება აპატიეს, მართლა ზედმეტია უკვე
Solo
08 აპრილი 2021 20:49
3
ამდენი ღვარძლი საიდან, სტადიონზე ვიყავი მაგ დროს, ტიპი რო დაწვა მეორე ავტო გოლისას, ადგომა აგარ უნდოდა ისე განიცდიდა. კალძის პოლიტიკოსობაზე რა გითხრა მაგრამ როგორც ფეხბურტელი ,საქართველოში ყველაზე წარმატებული კარიერა ქონდა. აი ესაა დასაფასებელი
ხაშურელი
06 ივნისი 2021 14:05
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული