ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს

AutoSharing Option
philenews.com წერს, რომ "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაკავებულ თანამდებობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს.

ჩვენებური გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც მას უთხრეს, რომ კვიპროსის თასი აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ფამაგუსტური კლუბის დატოვება არ მოუხდეს.

"ანორთოსისი" თასის 1/2-ფინალშია გასული, სადაც 14 აპრილს "აპოელს" დაუპირისპირდება, კვიპროსის ჩემპიონატში კი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისში" ხელფასების გაცემაზეც დიდი პრობლემა ყოფილა და ქეცბაიას შეხვედრაზე ეს საკითხიც დაუყენებია, რაზეც ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ სპონსორებისგან თანხებს მალე მიიღებენ და ხელფასებსაც გასცემენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქვილითაიას და ოქრიაშვილს მგონი პირიქით წარმატება მოაქვთ ორივეს თემურისთვის. შვედეთთან გაფუჭებული მომენტის შთაბეჭდილებებით რომ აფასებთ არასწორია! ქვილითაია არაა სანაკრებო ფეხბურთელი. უფრო კლუბური მოთამაშეა ექსტაზით 14 გოლი მე გავიტანე წელს კვიპროსში?
ოგანესიანი
17:28 09-04-2021
3
ეხ ქვილითაია ! არ დაღუპე ეს კაცი? ამდენი საგოლე მომენტების განიავება როგორ შეიძლება!
gabo
14:44 08-04-2021
1

სიახლეები პოპულარული