საფრანგეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს 4 მოთამაშე გამოაკლდა

AutoSharing Option
8 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა თვრამეტმა მოთამაშემ მიიღო. უახლოესი მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდს ოთხი მოთამაშე გამოაკლდა: ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი
(თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთანი, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. დარბაზში საერთო ტევადობის 30 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

​საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
სებისკვერაძის მარცხენა მაგრად დაგვაკლდება, წარმატება ბიჭებს!
0
ესენი ვარჯიშობდნენ თუ ატრამვიანებდნენ ერთმანეთს?
ქომაგი
22:33 08-04-2021
1

სიახლეები პოპულარული