ერთი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატამდე

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლა გუნდურ სახეობებში განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია. დიდ ფორუმებზე საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა და დროშის აღმართვა ის ემოციაა, რომელსაც ბევრ რამეს შეადარებ...

როცა საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ მწარე მარცხი იწვნია, მატჩის შემდეგ ავთანდილ ასათიანმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ისინი ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებიან და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ...

ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორჯერ სძლია სომხეთის ნაკრებს და ხასიათი გამოიკეთა, მაგრამ დღეს სხვა დონის მეტოქე გვყავს. გულშემატ
კივრების გარკვეული ნაწილის დასწრება შესაძლებელია და გამარჯვება ნამდვილად რეალურია! ეს კი პირველად გაგვიყვანს ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, უკეთ განგვაწყობს რამდენიმე დღეში იმავე რუსეთთან სტუმრობისათვის...

ყველგან და ყოველთვის ნამდვილად არ ვართ განებივრებულნი, რათა ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ. ამის დიდი შანსი ახლა ფუტსალშია!

მომავალ წელს ნიდერლანდებში გასამართ ევროპირველობასთან ისე ახლოს ვართ, უკან ვერაფერმა უნდა დაგვხიოს! ავთანდილ ასათიანის გუნდს პარასკევს საღამოს, ცხრა აპრილს, შეუძლია მიზნის მიღწევა. ჩვენებს ორი გამარჯვება აქვთ, მეტოქეს - არცერთი. კარგად გვახსოვს გასული წლის მიწურულს უხვგოლიანი ფრე პარიზში, სადაც ეროვნულმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა, სადაც ჯერ აგებდა და შემდეგ წინ გავიდა, საბოლოოდ გადაარჩინა.

საღამოს კარგ ხასიათსა და ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიყოთ!

შეგახსენებთ, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

altსაფრანგეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს 4 მოთამაშე გამოაკლდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
პარიზი სადაა გესწავლა და სულაც არაა საჭირო არისტოტელეს ლოგიკა საჭირო. გილოცავ საქართველო. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით თან დავიმსახურეთ. მადლობა ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვის.
roma bejanidze
20:16 09-04-2021
1
სულ ცოტა არისტოტელეს ლოგიკა მაინც სჭირდება კაცს, რომ ამ სტატიით გაარკვიოს, ვის ვხვდებით დღეს!
ზურაბი
13:23 09-04-2021
1

სიახლეები პოპულარული