საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს სძლია და ფაქტიურად ევროპირველობის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ტრვმების გამო ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარენ, დაძაბული პირველი ტაიმი 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თალესმა ფრანგებს გოლი შესვენებაზე გასვლამდე 6 წამით ადრე გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ სამჯერ გაარტყა ბურთი კუპატაძის კარის ძელს, ერთხელ ბრუნომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ ჩვენმა გუნდმა შეუტია სახიფათოდ და ოთხი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს (რონინიოს დარტყმული ბურთი
ძელს მოხვდა). მერე კუპატაძემ ორჯერ გვიხსნა, საპასუხო სახიფათო მომენტი ელისანდრუს ჰქონდა, რომელსაც მეკარემ არ დაანება გატანა. საფინალო სასტვენამდე 4.12 წუთით ადრე მოწინააღმდეგე ვა-ბანკზე წავიდა, გოლკიპერი წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. ბოლო წუთზე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მეტოქის ცარიელ კარში შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა და გავიმარჯვეთ.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და კონტინენტის პირველობის საგზური ფაქტიურად მოიპოვა, რომელიც მომავალ წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი."ოლიმპიური სასახლე"
საქართველო - საფრანგეთი 3:2
გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)

მკითხველის კომენტარები / 11 /
... ჯიგრები ხართ!!!! მადლობა ბიჭებო!!!
დათო
23:37 09-04-2021
1
გენაცვალეეეთ, მადლობა ბიჭებო! რონი ნამდვილი ქართველია სხვათაშორის და ყველა ვისაც საქართველოს ფორმა აცვია!
Biannkoneri
23:03 09-04-2021
2

სიახლეები პოპულარული