შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენი ნაკრების ლეგენდარულ მეკარე ზვიად კუპატაძეს დავუკავშირდით.
ფეხბურთი, როგორც რელიგია...
ნაკრებში 12 წელი არ ვთამაშობდი, რადგან სათანადო პირობები არ გაგვაჩნდა, ფედერაციის ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ
საქმისადმი სწორი დამოკიდებულებითა და საერთო ძალისხმევით ოთხი წლის წინაც შეგვეძლო ევროფორუმზე გასვლა. მაშინ ხელი ტრავმებმა შეგვიშალა, ახლა კი მიზანს მივაღწიეთ".
მოტივაცია ახალგაზრდებისათვის...
"რუსეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა... რა თქმა უნდა, გუნდში საზეიმო განწყობაა, მაგრამ ეს მოტივაციაში ხელს არ გვიშლის...
გვყავს ტრავმირებულები და თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მიეცემა... გუნდში არიან გიორგი ღავთაძე, გიორგი ჩიმაკაძე - მათ დიდი მომავალი აქვთ და იმედია, ევროპული კლუბების ყურადღებასაც მიიქცევენ.
დღევანდელ შეხვედრაში მეც სათადარიგოთა სკამზე ვიქნები, კარს კი თორნიკე ბუკია დაიცავს - თსუ-ს ახალგაზრდა მეკარეს კარგი საკლუბო მომავალი ექნება, ამაში დარწმუნებული ვარ...
რუსული საკლუბო ფუტსალიც მაღალ დონეზეა. ქართველებით ბელარუსებიც ინტერესდებიან. არის კვიპროსისა და მალტის ვარიანტებიც..."
შემდეგი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატი!
"ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ! ევროპის ჩემპიონატზე, მინიმუმ, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. მთავარია, კენჭისყრაში გაგვიმართლოს...
წლების მატება მოტივაციას მიზრდის, რადგან ვხვდები, რომ ბევრი რამის მოსასწრებად ცოტა დრო მაქვს...
უახლოესი მიზანი 2 წელში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იქნება..."