"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

AutoSharing Option
rbb24-მა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელიც გერმანულ ბუნდესლიგაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენ ქართველი მკითხველებისათვის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ.

კობიაშვილს თავდაპირველად კორონავირუსისგან შექმნილ პრობლემებზე ეკითხებიან:

"ფეხბურთი მაყურებლის გარეშე არაა ის, რაც გვიყვარს. ჩვენ სწორი გზით მივდივართ - ეროვნულ ლიგას გულშემატკივრები ესწრებიან, ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებას კი სტადიონის ტევადობის 30 პროცენტი დაესწრო."

"შალკეს" ყოფილ ფეხბურთელს ბუნდესლიგიდან ამ კლუბის დაქვეითების შესახებ ჰკითხეს:

"რურის დერბი აღარ შედგება და ეს ძალიან ცუდია. პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, ბოლო წლების განმავლობაში ა
რასწორად რა განხორციელდა" - ამბობს კობიაშვილი. კიდევ ერთი ყოფილი კლუბის, "ჰერტას" შემთხვევაში კი დარწმუნებულია, რომ ბერლინელები ბუნდესლიგიდან არ დაქვეითდებიან.

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გახმაურებულ ინციდენტზე ეკითხებიან, რომელიც მას "ჰერტაში" თამაშისას გადახდა.

"არ მსურს, მეტი ვისაუბრო იმ ეპიზოდზე. მაშინ ვთქვი, რომ რაც განაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა."

კობიაშვილი "ფრაიბურგში" თამაშსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ გუნდთან გამარჯვების დაგეგმვა ყველას უჭირდა.


მომზადებულია rbb24-ის მიხედვით

alt"არა მარტო ჯანო, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა.." - ლევან კობიაშვილი




მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ადამიანი, რაც ფედერაციის პრეზიდენტია საქ. ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსა, ძალიან დაბალი დონეა, მარა ფეხბუთს თამაშობენ. მანამდე, ის ფეხბურთი ნამდვილად არ იყო. როგორ არ მოგბეზრდათ, ან როგორ არ გრცხვენიათ ამდენი ბოღმის ნთხევა. აბა ვინ აკეთებდა საქმეს, ახალკაცის ბიჭი, თუ ის ცირკაჩი. სირცხვილი არ იყო? ბოლო-ბოლო ამ ბიჭმა ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა (ერთადერთია მე მგონი). მარტო მაგიტო იმსახურებს პატივისცემას. ამ ქვეყანაში ხო თუ არ მოკვდი არ დაგაფასებენ. რამ გაგაბოროტათ ასე, იქნებ დაფიქრდეთ.
ქომაგი
00:34 20-05-2021
1
გაიტანეთ "გრენლანდია"!!!!!
სანდრო
21:27 06-05-2021
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული