"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

AutoSharing Option
ყველაფერი ეს 43 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა -

"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.

თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.

1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.

"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით

altგუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 43 /
რეალთან ბავარიასთან და ალკმაართან რა ქნეს ?
bejo
13 მაისი 2021 21:35
19
არ გამოვიდა, არა - მეორე ტაიმის დასაწყისში უხეშობისთვის რომელიღაცა ბავარიელს ყვითელი მისცეს და ამის გულისთვის რუმენიგემ გუნდს შეუძახა და გასახდელისკენ წაიყვანა. მერე პირობა დააყენეს, მსაჯი შეცვალეთ ან გამარჯვება ჩაგვითვალეთო. ყველაფერი პირიქით მოხდა - დინამო 2-1-ს იგებდა და ბავარიის პროტესტის მიუხედავად, ასეც დასრულდა. კადრების არის, გამარჯვებულმა დინამომ საპატიო წრე რომ დაარტყა სტადიონს
:)))))
13 მაისი 2022 16:20
0
ბავარიას 2:1 ვუგებდით და მე2 ტაიმში აღარ გამოვიდნენ
რეალს 2:1 ვუგებდით 82-ე წუთამდე, ყიფიანს მოტეხეს ფეხი(რის გამოც გაუცდა ნახევარი წელი და1982ში არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე) დარჩენილ დროში რეალმა დემორალიზებულ დინამოს გაუტანა 3 გოლი 4:2
ნიკ
13 მაისი 2022 21:46
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული