"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

AutoSharing Option
ყველაფერი ეს 43 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა -

"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.

თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.

1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.

"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით

altგუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 43 /
წარსულში,რატომ ვართ ჩარჩენილები,არ გაგიგიათ?აწმყო შობილი წარსულისაგან - თუ წარსული არ გაქვს,მაშინ მომავალიც არ გექნება.
დიდი წარსულის ერს ქვია დიდი ერი,თორემ თქვენ და მიშას,რომ გინდოდათ საქართველოს ისტორიის 2003 წლიდან დაწყება,სწორედ ეს იყო სიბნელე,უვიცობა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდება,ღმერთმა შეგინდოთ წარსულზე აუგად საუბარი.
დავით აღმაშენებელი
13 მაისი 2022 12:29
57
და ამერიკა რომ სულ 6 საუკუნისაა რა?ვინმეზე ნაკლებია??მასე ეგვიპტე უძველესია მარა ტრა... შია მუდმივად ისევე როგორც საქართველო!
American
13 მაისი 2022 14:49
50
რა 6 საუკუნის?!ჟურნალ ნიანგზე ცოტა დიდია!!))
300 წლის,ისიც 1 კონტინენტი ამოხოცა და მეორე მონად ჩაასახლა,ახლა კი საკუთარ ისტორიას ანგრევს
ნერა რატო პინდოს?
დონ
13 მაისი 2023 13:40
7
ლივერპულთან სუპერთასზე გასამართ შეხვედრაზე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა.
ლივერპული ითხოვდა ერთი თამაშის გამართვას ნეიტრალურ მოედანზე. დინამო კი, ორ თამაშს (თბილისში და ლივერპულში).
მოლაპარაკებები გაიწელა. სსრკ ფეხბურთის ფედერაციას კი სულაც ნაკლებად ადარდებდა, დინამო სუპერთასსაც მოიგებდა თუ არა. ბოლოს ისე გავიდა დრო, რომ შეთანხმება არაფერზე არ შედგა და სუპერთასი არ გათამაშდა მაგ წელს.
მიშა
13 მაისი 2023 17:45
13
ვინც დისლაიქები დაუსვით, მართლა მაინტერესებს რას არ დაეთანხმეთ?
რაც სიმართლე იყო, მე ის დავწერე.
თუ თქვენთვის უფრო კომფორტულია იფიქროთ, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელ ლივერპულს ჩვენთან თამაშის შეეშინდა? :)
ლივერპულს, თავის ისტორიაში, უკვე ჰქონდა იმდენი თასი მოპოვებული, ერთით მეტი სუპერთასი ექნებოდა თუ ნაკლები, დიდად არ დაგიდევდათ.
მიშა
14 მაისი 2023 12:22
10
ქართული ისწავლეთ ჟჟუურნალისტებო.
ზურა
13 მაისი 2021 17:12
6
1981 წლის შედეგის გამეორება შესაძლებელი გახდება - თუ გაიხსენებენ დახარჯული ენერგიის აღდგენა ფეხბურთელს თამაშის მსვლელობისას სირბილითვე რომ შეუძლია!
Guja Kakhadze
13 მაისი 2022 12:45
2
რა ვქნა გუჯა,მეც ვდილობ,სადაც შემთხვევაა,თქვენი მეთოდიც ვახსენო ხოლმე,მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.ალბათ არც კითხულობენ.
სოსო
13 მაისი 2022 14:09
1
მე მაინც "ზომიერი იმედით" ვცხოვრობ.. )
სანდრო
13 მაისი 2021 17:03
1
წარსულში ჩარჩენილი ერი!
www
13 მაისი 2021 14:57
124
აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავალისა. ძველები წიგნს მაინც კითხულობდნენ, მომავლისკენ მაყურებელი ახლებისაგან განსხვავებით.
????
13 მაისი 2022 11:49
2
ნაპოლის რომ გადაუარეთ 78 ში,რატომ არავინ არ იხსენებს⁶
ზურა7958
13 მაისი 2023 15:29
2
1979 წლის 7 ნოემბერი,ოქტომბრის რევოლუციის საზეიმო აღლუმი, ზეიმობს სრულიად საბჭოეთი,,პოლიტექნიკურის ათასობით სტუდენტმა უნდა ჩავიაროთ მთავრობის სასახლის (დღეს პარლამენტი) წინ შეძახილით “დიდება პარტიას” ,ამის ნაცვლად “დინამო,დინამო,დინამო….,ფეხებიც ვერ მოგვჭამეს,იმ სუსხიან საღამოს ჰამბურგთან გვქონდა თამაში
ნიკა
13 მაისი 2024 21:47
3
რა ჰამბურგი, ჰამბურგთან თასის აღების მეორე წელს არ გვქონდა რო გამოგვაგდო კალცმა და კიგანმა?
skaro
13 მაისი 2024 23:53
5
კარგით რა კლასვიკი იყო შარშან
me
14 მაისი 2021 10:25
27
ვინ იყო ის ვინც ვაჭრობდა ქალის ლიფებით და სხვადასხვა ნივთებით?დიდ ვაჭარი ფეხბურთელი,გვარს ვერ ვიხსენებ..
andro
15 მაისი 2022 00:04
97
ის ფეხბურთელი,ვისზეც შენ ლაპარაკობ,უცხოეთში რომ გაეშვათ,წელიწადში მილიონს თავისუფლად იშოვიდა,აქ კი,მთელი კარიერა,200 მანეთ ხელფასზე ათამაშეს,მონასავით.რაც ამ თასის აღებისათვის ამ ფეხბურთელებს პრემია გაეწერათ,უეფასაგან,ის მაინც რომ მიეცათ,არც იმ კაცს დასჭირდებოდა,ოჯახის სარჩენად,ძონძების ყიდვა-გაყიდვა!კი,ეს ბიჭები,ჩვენი სიხარულისათვის იკლავდნენ თავს,მოედანზე,მაგრამ ოჯახებიც ჰყავდათ სარჩენი და სხვა საშუალება დამატებითი შემოსავლისა,არსაიდან ჰქონდათ.მთელი საბჭოთა კავშირი კი,"ლევი"შემოსავლით ცხოვრობდა და
და ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა,ისინი ძალიან გაჭირვებით ინახავდნენ ოჯახს.საბჭოთა კავშირი თუ არ გახსოვს,რა ყაჩაღიც იყო,საქართველოს წინა მთავრობა გაიხსენე,ადამიანებს სახლ კარს რომ ართმევდა და მშიერი კაცი, სადღაც ერთ პურს თუ მოიპარავდა,10 წლიან ციხეს უსჯიდა,ქურდობისათვის.
სოსო
13 მაისი 2023 11:54
3
ანდრო რა დიდი მზე ხარ თუ იცი, მაგ ადამიანმა რაც ქსრთველ ხალხს სიხარული მოუტანა შენ იმის მეათასედს ვერ იზავ მთელი შენი ცხოვრება
მამუკა
13 მაისი 2023 15:42
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული