სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ასაკში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ უბისასთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების ადგილას კი სამახსოვრო ქვა გახლავთ, რომელზეც მისი სახელი და გვარი წერია, ხოლო ქვას მწვერვალზე ფაიფურისგან გაკეთებული ბურთი ედო, რომელიც ვიღაცამ გატეხა.

ფოტოს "ფეისბუქგვერდი" "Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები" აქვეყნებს.

Sportall.Ge

სამახსოვრო ქვა იქამდე ასე გამოიყურებოდა:

Sportall.Ge


ცხადია, ვანდალური აქტის ჩამდენისა თუ ჩამდენების პოვნა შეუძლებელია, მაგრამ, იმედია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ბურთის გატეხილ ფიგურას ახლით შეცვლის...

მკითხველის კომენტარები / 19 /
პატივისცემის მიუხედავად უბისა ხარაგაულის მუნიციპალიტეტია, ჩემდა ზესტაფონლობის მიუხედავად...
ფაქტი მიუღებელია რა თქმა უნდა....
ავტორს
23:29 27-05-2021
0
არ მინდა იმის დაჯერება,რომ ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა.ეს ხომ ის კაცია,ვინც Მთელი საქართველო გაახარა,განურჩევლად ყველაფრისა,ეროვნებისა,პარტიის წარმომადგენლობისა,ორიენტაციისა და ა.შ.Ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა.ის იყო გმირი,მართალია ფეხბურთი კოლექტიური თამაშია,მაგრამ ხშირად ერთი ფეხბურთელი წყვიტავს ყველაფერს.სწორედ იმ დროს,იმ წუთს,იმ მომენრმტში და იმ ადგილზე აღმოჩნდა ვიტალი იმ Დღეს.
კახა ქ.
20:49 27-05-2021
1

სიახლეები პოპულარული