ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრება 29 მაისს დაიწყო და ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა, გუნდში მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერია. საწვრთნელ შეკრებაზე ამ დროისთვის 16 ფეხბურთელი იმყოფება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი, საქართველო), დავით ჯინჭარაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, იუგორსკი, რუსეთი)

წიზა ხაზი:
შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა,
თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პნიევი, პოლონეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ლიდა, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია, ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი თოლორდავა (ილიაუნი, თბილისი, საქართველო)

​საქართველოსა და ლიეტუვის ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები 3 და 4 ივნისს გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო-ლიეტუვის ამხანაგურ შეხვედრებზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე - media@gff.ge.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ათი ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.

nakrebi.ge