საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

​ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, ლელა ჭიჭინაძის გადაცემით თეონა ბაქრაძემ ისარგებლა და მეტოქეს ახლო მანძილიდან გაუტანა. შეხვედრა გიორგი ჩხაიძის გუნდის შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 45-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი აზერბაიჯანელთა მეოთხე ნომერმა ნიგარ მირზალიევამ ჩაჭრა. მეორე ნახევარი განსხვავებული სათამაშო სცენარით დაიწყო, სტუმრები გააქტიურდნენ და თათია გაბუნიას კართან
რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა სხვაობის შემცირება 65-ე წუთზე შეძლო, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად კაპიტანმა, აისუნ ალიევამ, შეასრულა.

​დარჩენილ დროში ორივე გუნდის კარში თითო გოლი გავიდა. 82-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა ანასტასია ბოლქვაძემ მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, საქართველოს ნაკრების კარი თავური დარტყმით აიშან აჰმადოვამ აიღო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველო 3:2 აზერბაიჯანი
თბილისი, ტექნიკური ცენტრი ბასა

​საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, თოდაძე, ხაბურზანია (89' ხანდაზიანი), პასიკაშვილი (83' ნ. დანელია), მატვეევა, ბაქრაძე (89' წოწერია), ბებია (83' ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე (72' ბოლქვაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: გულორდავა, ძაძუა, გუჯაბიძე, ნარსია, მ. დანელია, მოდრეკილაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

​აზერბაიჯანი: შარიფოვა, მირზალიევა, აჰმადოვა, დოროფეევა, ა. ალიევა, სეიფადინოვა (70' ჯ. ალიევა), მაჰსიმოვა (90+1' რაჰიმოვა), ბაკარანძე, პარლაკი (46' ჰაჯიევა), ბოზდაგი, აჩარი (46' კ. მამადოვა)

​სათადარიგო შემადგენლობა: ნ. ალიევა, ჰაჯიევა, დ. მამადოვა, მურადოვა, ალიზადა, გოზუკარა

მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

​მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშენიძე

გაფრთხილება: 49' პასიკაშვილი, 54' სუთიძე, 58' მაჰსიმოვა, 58' ხაბურზანია, 75' კ. მამადოვა, 76' ბოლქვაძე, 83' ბაკარანძე, 90+1' წოწერია

​გოლები: 1:0 ბაქრაძე (27), 2:0 მირზალიევა (ს.კ) (45), 2:1 ა. ალიევა (პენ.) (65), 3:1 ბოლქვაძე (82), 3:2 აჰმადოვა (90+5)

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში​ საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს. მატჩი 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული