ზივზივაძის "ფეჰერვარი" სავარაუდო მეტოქეებში - დღეს ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის კენჭისყრაა

AutoSharing Option
სამშაბათს, 15 ივნისს, ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია 4 სავარაუდო მეტოქის ვინაობა, რომლებიც შესაძლოა, ქართულ კლუბებს დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" განთესილია. მისი სავარაუდო მეტოქეები არიან: "შახტიორი" (სოლიგორსკი, ბელარუსი), "ნეფთჩი" (ბაქო, აზერბაიჯანი), "მაკაბი" (ჰაიფა, ისრაელი) და "ტეუტა" (ალბანეთი).

კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბები განუთესავები არიან. საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებია: "მარიბორი" (სლოვენია), "პარტიზანი" (ალბანეთი), "შკუპი" (ჩრდ. მაკედონია) და "ტრე პენე" (სან-მარინო).

საქართველოს თასის მფლობელ "გაგრას" შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" დაუპირისპირდეს. მის გარდა, სავარაუდო
მეტოქეთა სიაში არიან: "შიროკი ბრიგი" (ბოსნია), "სუტიესკა" (მონტენეგრო) და  "პეტროკუბი" (მოლდოვა).

გორის "დილას" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ჟილინა" (სლოვაკეთი), "კუოპიო" (ფინეთი), "სარაევო" (ბოსნია) და "ლაჩი" (ალბანეთი).

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა - 14:00 საათზე, კონფერენს ლიგის კი 15:30 საათზე დაიწყება.

altცხადაძის "დინამო" გალიდერდა - "შუქურა" და "საბურთალო" დაზავდნენ [VIDEO]

altბათუმის "დინამომ" წყალტუბოში ვერ გაიმარჯვა, თუმცა მაინც გალიდერდა








მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმი-ტრე პენე

გაგრა - პეტროკუბი

დილა - ლაჩი

თბილისი - ნეფთჩი
რომელუ
11:05 15-06-2021
0
ტეუტა თუარ შეხვდა ვფიქრობ დინამოს შანსი არ აქვს.ბათუმს კარგი წილისყრა ექნება,მარიბორიც რო შეხვდეს მასთანაც ფავორიტი იქნება.მოკლედ კარგ წილისყრას ველით,თუმცა დინამო მაფიქრებს...
master
10:56 15-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული