"ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ."
შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საშინაო შეხვედრას 6 ან 7 ივლისს ჩაატარებს, საპასუხო კი ბაქოში 13 ან 14 ივლისს გაიმართება.
წყარო: თბილისის "დინამოს"
ცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე