კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სან-მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდება. რამდენიმე დღის წინ მეტოქის გუნდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მცველი დუგლას მაიკონი ჩაირიცხა.
ბრაზილიელი 39 წლისაა. ბოლოს ის სამშობლოში, ქვედა ლიგაში ასპარეზობდა. მცველს ბრაზილიის ნაკრებში 76 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2010 წელს, მილანის "ინტერის" რიგებში გახდა.
"სასიამოვნოა, რომ ევროტურნირებზე ვბრუნდები. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებთ" - განაცხადა ფეხბურთელმა წარდგენისას.
"ტრე პენე" სან-მარინოს 4-გზის ჩემპიონია, გასული სეზონი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
წყარო: "ტრე პენეს" "ინსტაგრამგვერდი"
10:27 16-06-2021
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" მეტოქე გუნდში ჩაირიცხა
AutoSharing Option
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ვხედავ მეცხვარეეეს, ჯოხით მხარზედააა....