ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ევროტურნირებზე სტუმრად გოლის უპირატესობა გააუქმა.
როგორც იცით, გოლების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გუნდებს სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობა ჰქონდათ, რაც ამიერიდან აღარ იქნება.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს წესი უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც იმოქმედებს, სადაც მონაწილეობას ქართული კლუბებიც მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ ეს წესი არა მარტო ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ უეფას ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე იმოქმედებს.