ლმობიერი არბიტრი ისრაელიდან - "დინამო"-"ნეფთჩის" მსაჯები ცნობილია

AutoSharing Option
7 ივლისს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩს, სადაც თბილისელები ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლებენ, მსაჯები ისრაელის წარმომადგენლები იქნებიან.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავიდ ფუქსმანმა საერთაშორისო მატჩი ბოლოს მიმდინარე წლის 30 მარტს ბაქოში განსაჯა, სადაც აზერბაიჯანის ნაკრები სერბეთთან დამარცხდა (1:2).

ფუქსმანი ლმობიერ არბიტრად მიიჩნევა. ისრაელის ჩემპიონატის გასულ სეზონში მან 15 შეხვედრა განსაჯა, სადაც ფეხბურთელებს საკმაოდ ცოტა (საშუალოდ 1,07) გაფრთხილება მისცა, წითელი ბარათი საერთოდ არ გამოუყენებია, თერთმეტმეტრიანი კი მხოლოდ სამ შემთხვევაში დანიშნა.


წყარო: "ნეფთჩის" "ფეისბუქგვერდი"

altცხადაძე: - "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ!"


alt

ოფიციალურად: "დინამო"-"ნეფთჩის" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უეფამ ევროტურნირებზე უდიდესი ცვლილება მოახდინა



მკითხველის კომენტარები / 2 /
არბიტრზე როცა გათვლას აკეთებ, ესე იგი ხავსს ეჭიდები. რა არბიტრი, რის არბიტრი? ღირსების საკითხია დინამომ პირველი მატჩი მოიგოს, მაგრამ სად არის ეგ ღირსება?
????
16:12 25-06-2021
0
საინტერესოა, დინამოს რატომ არ უდევს?

არ ვიცი, კარგია თუ ცუდი პენალტს რომ არ დებს
შარლ მიშელის ჯგუფი
15:59 25-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული