კანადელი ფეხბურთელები ჩოხატაურში ითამაშებენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ ჩოხატაურის "ბახმაროს" შემადგენლობაში ორმა კანადელმა ახალწვეულმა - ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანტე ლაიტმა და ფორვარდმა მარველეს დრამპსმა ითამაშეს.

პაატა მეტრეველის გუნდი მე-12 ტურში "გორთან" 1:3 დამარცხდა. ლაიტს 90 წუთი მიეცა, დრამპსს კი - მხოლოდ ოცი.

როგორც 23 წლის დრამპსის "ინსტაგრამიდან" ვიგებთ, ის ინგლისსა და ესპანეთში, 23-წლამდე გუნდებში გამოდიოდა.

"ბახმარო", რომელიც გათამაშებაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს, უახლოს შეხვედრას 4 ივლისს, საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" დუშეთის "არაგვის" წინააღმდეგ გამართავს.

 

alt"ათიანი" ტაილანდიდან ლანჩხუთში - "გურია" ფორვარდით გაძლიერდ


მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ აქ ვღლიცინებთ და სინამდვილეში დასაჭერია მაგ ბახმაროს ხელმძღვანელობა.
ის ავადსახსენებელი ე.წ ფეხბურთის განვითარების პროგრამა-დასახური. ამისთვის იხარჯება ხალხზე ახეული ფული?! ამ ორი ტრანსფერის აზრს ვინმე ჩაწვდა? ჯერ კანადას 2 წესიერი ფეხბურთელი ჰყავს და აქაურ მე-3 ლიგაში რომ ჩამოვა, ხო ცხადია რა დონის იქნება?!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
12:29 28-06-2021
2
როგორ ყვარებიათ ფეხბურთი
მიდი მოვდივარ
10:49 28-06-2021
0

სიახლეები პოპულარული