"დინამოს" განაცხადი ცნობილია - სად არის ცხადაძის მითითებული ტრანსფერები?!

AutoSharing Option
7 ივლისს, "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩს" უმასპინძლებს. უეფას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა კახა ცხადაძის გუნდის 20-კაციანი განაცხადი, რომლებიც პირველი რაუნდის მატჩებისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე.

მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, ნოდარ იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი.

ნახევარმცველები: ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ომარაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე.

თავდამსხმელები
: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თბილისელთა მთავარი
მწვრთნელი ტრანსფერების, კონკრეტულად კი ინდივიდუალისტების შეძენის აუცილებლობასა და გაძლიერებაზე  მიუთითებდა. "დინამოს" ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდს უნგრული "დიოშდიორში" იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები - 20 წლის მცველი სანდრო კალანდაძე და 19 წლის შემტევი გიორგი ომარაშვილი დაუბრუნდნენ.

განმეორებითი შეხვედრა ბაქოში, 14 ივლისს გაიმართება.

alt"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

alt"ნეფთჩიმ" მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხა და თბილისში კარგი განწყობით მოდის

altთამაში შემოუტრიალა, მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფია წადიიიიი
rezi
18:01 05-07-2021
0
ფიფია წადი დროზე!!!
0

სიახლეები პოპულარული