ცხადაძე: ვეცდებით "ნეფთჩის" მინუსები გამოვიყენოთ

AutoSharing Option
"ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"აზერბაიჯანში 8 წელიწადი ვიმუშავე. ძალიან სასიამოვნო იყო. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. მიზანი კარგად თამაში და მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევაა.

ორშულას დამატებას შეცდომად მივიჩნევ. მონხილს ძალიან დიდი ოჯახური პრობლემა ჰქონდა და თავად სურდა წასვლა. რაც შეეხება გაგნიძეს, არც ერთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს უკეთეს ლიგაში გადასასვლელად გზა არ უნდა გადავუკეტოთ. რაც მეტი ფეხბურთელი წავა უკეთეს ლიგაში, უკეთესი იქნება.

ცოტა ფეხბურთელია დასამატებლად თავისუფალი. ოსეი დავიმატეთ, მაგრამ "ნეფთჩისთან" ვერ
დაგვეხმარება. ერთმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და არ ავიყვანეთ. ქავთარაძე კარგ მდგომარეობაშია და თამაშობს. ვიცი, ბევრს არ მოვწონვართ. გუნდი ჩვენი დაკომპლექტებული არ არის. ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

"ნეფთჩი" კარგადაა დაკომპლექტებული და სერიოზული მეტოქეა. მათი მინუსების გამოყენებას უნდა შევეცადოთ. ვნახოთ, რა გამოვა. ამას დრო გვაჩვენებს.

ორ ფრონტზე ვიბრძვით და ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რათა სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ერთი მატჩის გადადება ვთხოვე, მაგრამ ერთპიროვნულად ვერ გადაწყვიტა. "ტორპედო" და "დილა" თანახმა იყვნენ, მაგრამ ბათუმის "დინამო" წავიდა წინააღმდეგი.

კოლი და სტანკოვიჩი "ინტერში" ჩვენ მივიყვანეთ. ისინი ხვალ ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან და ვეცდებით დავამარცხოთ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
მინუსი შენ თავში ეძებე. გ ა დ ა დ ე ქ ი.
სვანსკი
11:37 08-07-2021
0
ვუყურებ თბილისის "დინამო"-ს და გული მტკივა, როგორი უსუსური და გასაცოდავებულია!
მანჩო
01:47 07-07-2021
0

სიახლეები პოპულარული