"ნეფთჩის" მცველი: მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოსთან" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ნეფთჩის" ვეტერანმა სერბმა მცველმა ვოისლავ სტანკოვიჩმა ისაუბრა:

"ვიცით, რომ ხვალ კარგ გუნდს ვეთამაშებით. იმედია, სანახაობრივი მატჩი იქნება. თუმცა ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

ცხადაძესთან ერთად “ინტერში” ვმუშაობდი. ის აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად იცნობს. ვიცი, რა მოთხოვნებს უყენებს ფეხბურთელებს. ამიტომ, ადვილი მატჩი არ გველოდება, მაგრამ მაღალ დონეზე ვართ მომზადებულები, ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მოგებით დავამტკიცეთ და ხვალაც გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

სლოვენიაში კარგი შეკრება გავიარეთ, გარკვეული ცვლილებებიც გვაქვს. იმედია, ხვალ საკუთარ თამაშს ვითამაშებთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გაგიჭირდეთ :)))
beqa
15:41 07-07-2021
0
ვინაა ხელისშემშლელი?
გია
01:02 07-07-2021
1

სიახლეები პოპულარული