Azerisport.com-ის ინფორმაციით, "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი პედრო მარტინში თბილისში იმყოფება, სადაც დღეს "დინამოსა" და "ნეფთჩის" დაპირისპირებას დაესწრება.
51 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ მისი გუნდის მომავალი მეტოქის თამაში თავისი თვალით იხილოს.
წყარო ასევე წერს იმასაც, რომ მარტინში ბაქოში განმეორებით თამაშსაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.