"ოლიმპიაკოსის" მწვრთნელი თბილისშია - ის "დინამოსა" და "ნეფთჩის" მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
Azerisport.com-ის ინფორმაციით, "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი პედრო მარტინში თბილისში იმყოფება, სადაც დღეს "დინამოსა" და "ნეფთჩის" დაპირისპირებას დაესწრება.

51 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ მისი გუნდის მომავალი მეტოქის თამაში თავისი თვალით იხილოს.

წყარო ასევე წერს იმასაც, რომ მარტინში ბაქოში განმეორებით თამაშსაც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს დასაზვერათ ჩამოვიდა არანაირი ნეფჩი,ჩვენს ფლაგმანს როგორ აკადრებთ მაგას,თან როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკვე ტაქტიკაც შერჩეული ქონია 5-5-0, რომ როგორმა გოლი არ გაუშვას და პენალტებამდე მიიყვანოს საქმე,და იქ უკვე ბედია რა, დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული