"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ უფრო გაიზრდება

AutoSharing Option
ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა თბილისის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

“დღევანდელი მატჩი ისეთივე დაძაბული აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. ეს ანგარიში არაფერს წყვეტს, გამარჯვებულს მეორე მატჩი გამოავლენს. უთამაშებლობა დაგვეტყო, ბოლოს ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ.

ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მხოლოდ საკუთარ დონეს არ დაყრდნობოდნენ, არამედ საჭირო იყო ხასიათის ჩვენება, ბოლომდე დაიხარჯნენ. ჩემი დავალებები შეასრულეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს და იმ მიზანს მივაღწიეთ, რისთვისაც ჩამოვედით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი მეტოქე კარგი, სათანადოდ მომზადებული გუნდია და მთავ
არი მიზანი ბაქოში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

ბაქოში ასე არ უნდა ვითამაშოთ. შინ უფრო მეტად ვეცდებით ბურთის დაჭერას, მეტად შეტევას. მომდევნო კვირაში აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი დაცვა დაიბნა, ქაოსი იყო, სივრცეებს ვერ კეტავდნენ. მეორე ნახევარში კი ყველაფერი გამოვასწორეთ.

“დინამოს” ყველა ფეხბურთელი დეტალურად გვყავდა შესწავლილი, ვიცოდით, ვის რა შეეძლო და მათ შეჩერებას ვახერხებდით, მაგრამ შეცვლების შემდეგ გაგვიჭირდა, რადგან ჩვენ შესაბამისი რესურსი არ გაგვაჩნია, ეს ტრანსფერების პრობლემაა, ვერ გადმოვიყვანეთ საჭირო ფეხბურთელები.

დაძაბულობა გუნდში თამაშამდეც იყო, ვფიქრობ, ეს დაძაბულობა დღევანდელი მატჩის შემდეგ უფრო გაიზარდა და იქამდე გასტანს, სანამ საპასუხო შეხვედრა არ დამთავრდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული