ცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია

AutoSharing Option
“ნეფთჩისთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ უპასუხა:

"თამაშის დასრულებისთავანე ლოგიკური ანალიზის გაკეთება რთულია, ემოციები ჭარბობს. ვნახეთ, რომ მომენტები შევქმენით, მაგრამ შედეგი ნეგატიური დადგა. არ შეიძლება ისეთი შეცდომის დაშვება, როგორიც პენალტის დროს იყო. პირველ ტაიმში სქემამ იმუშავა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, კარგად ითამაშეს, იბრძოლეს.

მათმა მეკარემ მაგრად ითამაშა, ბევრი სეივი ჰქონდა. გასვლაზე გატანილი გოლი გაუქმდა და ვთვლი, რომ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და იმასაც ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია. შევისწავლით მატჩს, დავისვენებთ, ვეცდებით იგივე შეცდომები
აღარ დავუშვათ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.

საპასუხო მატჩამდე გაძლიერება არ მოესწრება. განსაზღვრულ პოზიციებზე გვინდოდა გაძლიერება, 3-4 ფეხბურთელს კონკრეტულად შევთავაზეთ, მაგრამ ყველაფერი გაიწელა. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ეს საქართველოა, აქ ყველაფერი კომპლექსურად დგას, ჩემპიონატს ვგულისხმობ… ისეთი ფეხბურთელები უნდა მოვიყვანოთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ. შემტევი მყავდა შერჩეული, თანახმა იყო პირობებზე, მაგრამ მერე გადათქვა და დიდი ფული არჩია. ქართულ ბაზარზე კი ყველა მოთამაშე დაკავებულია. სამწუხაროდ, ერთმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

თამაშის წინ ბევრი პრობლემა იყო, აღდგენისთვის საკმარისი დრო არ გვქონდა, მაგრამ, რაც ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, დღეს წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ. ყველამ უნდა ვიმუშაოთ. მესმის მაყურებლისაც, საქართველოში “კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ” უნდა დასრულდეს. ძალიან მენანება ეს მატჩი, რადგან დიდი უპირატესობა გვქონდა.

“ნეფთჩი” სწრაფი გუნდია, კონტრშეტევაზე სწრაფად გადმოდიან. ვიცოდით ეს. ისიც ვიცოდით, თუ ჩვენი ფეხბურთელებიდან ვის შეექმნებოდა ფიზიკასთან პრობლემა და ვგეგმავდით და შევცვალეთ კიდეც. მეორე გოლის გაშვების შემდეგ სიჩქარე დავიწყეთ. პირველ ტაიმში დაინახეთ, რომ ხშირად შევცვალეთ ფლანგები და მომენტებიც შევქმენით. უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც დაიგეგმა, თუმცა აჩქარებამ ფიზიკურად დაღლაზე მეტად იმოქმედა. არ დავმალავ, არიან ფეხბურთელები, რომელთანაგაც უფრო მეტს ველოდით. შეტევაში გვაქვს პრობლემები, მაგრამ მაინც, ამ კონტინგენტით უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ტაიმი მეორე ტაიმში გადავიტანოთ.

ფაქტია, ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა. მთავარი მომენტი არაა, მთავარია გოლები და მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც მეტი გაიტანა. გაცუდებული მომენტების თვლას ახლა აზრი არ აქვს.

გულშემატკივრებს ბოდიშს მოვუხდი, თუ მათ გული დავწყვიტეთ. “ნეფთჩი” სერიოზული გუნდია, “ყარაბაღს” აჯობა და ეს ადვილი არ არის. ამ ყველაფერს კი, ცხადია, გამოცდილება ქმნის. გამოცდილება ოსტატობას გმატებს. ცხადია, ჩვენს ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება აკლიათ. მეტოქის რიგებში საუკეთესოები აზერბაიჯანელები იყვნენ. მათ მეტი გამოცდილება აქვთ ნაკრებში, სხვადასხვა კლუბში და მატჩის ბედის გარდამტეხი სწორედ ეს დეტალები აღმოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ცხადაძის პატივისცემის მიუხედავათ, ამ შემადგენლობით რამის მიღწევა შეუძლებელია, თავი და თავი ფიფიაა ყველაფრის ეს კაცი არაფრის გამკეთებელია და არც ფულის დამხარჯავი გუნდის გასაძლიერებლად
aleksandre
08 ივლისი 2021 11:03
0
რამდენი წურბელა ზის მანდ
სვანსკი
08 ივლისი 2021 11:29
0
თამაში არ წაგვიგია, ანგარიში წავაგეთ. დასანანია
ბადრი
08 ივლისი 2021 09:02
4
ეს კიდევ რაღაც ახალი ვერსიაა, კარგათ ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო.
გიზოგ
08 ივლისი 2021 11:49
0
ჩემი აზრით ცხადაძეს ბრალი არ არის, პირიქით ასეთი მწვრთნელი საქართველოში არ არის.
ნახეთ რა ფეხბურთელები დახვდა გუნდში, ამათმა ვის ინდა მოუგონ, მარუშიჩის და კიდევ 2-3 ფეხბურთელის მეტს ვერავის გამოვარჩევ.

ძალიან დაბალი დონეა, ალბათ სპორტული დირექტორის პასუხისმგებლობაა.

ფიფიას წასვლის მოთხოვნა მაინც უადგილოა, ტორპედოს მაგალითი აიღეთ, წავიდა ის თაღლითი და არავინ გამოჩნდა, ფიფიაც რომ წავიდეს დინამოც იგივე დღეში აღმოჩნდება, ამ ჭაობში არავის უნდა ფულის ჩადება.
მენტალისტი
08 ივლისი 2021 07:39
8
ჯერჯერობით მაგ ჭაობიდან მხოლოდ ფული ამოდის
სვანსკი
08 ივლისი 2021 12:06
0
ჰოდა მაგას ვიძახით რატომაა ჭაობი
სვანსკი
08 ივლისი 2021 12:03
0
თამაში კარგი სანახავი იყო. ორივე გოლი ინდივიდუალური შეცდომების შედეგად გაუშვით (ეს აუცილებლად გამოსასწორებელია) და ბოლოს ცხადაძეს ერთი-ორი წელი მაინც უნდა აცადოს ფიფიამ რომ თუნდაც ამ ახალგაზრდებით რაიმე ხელშესახები შედეგი დადოს.
გიორგი
08 ივლისი 2021 13:56
1
კახი ბჭობდა,დინამო იცინოდაო.თუ ასეთ შეცდომებს დაუშვებს,დინამო კი არა,მადრიდის რეალი და ბარსელონა წააგებენ.გუნდმა სწორი ფეხბურთი ითამაშა და უპირატესობაც ჰქონდა,მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰკმარათ.როცა ანგარიში გავათანაბრეთ,ბაქო მთლიანად წალეკილი ჰყავდა დინამოს,მთლიანად არეული იყო დაცვა.შეტევის სიმძაფრე რომ არ მოგვეკლო,აუცილებლად კიდევ გავიტანდით.მაგრამ მაშინვე შევამცირეთ დაწოლა,ისინი გონზე მოვიდნენ და მერე,მერე ისევ ჩვენ ვაჩუქეთ პენალტი.გუნდში გამოცდილი ლიდერი რომ გვყოლოდა,დარწმუნებული ვარ,ასე გააკეთებდა.ალბათ ცხადაძეც მოუწოდებდა ასე გაეგრძელებინათ,მაგრამ დინამო გაჩერდა.ეს ფაქტია და ვერსად წავუვალთ.დინამოს შემსრულებლები სჭირდება.
სოსო
08 ივლისი 2021 11:11
0
მეკარე გამოცვალეთ ეგაა მთავარი
ელგუჯა
08 ივლისი 2021 09:42
0
მეკარე აუცილებლად კაცი დაბერდა და ვერ ისწავლა მეკარეობა
სვანსკი
08 ივლისი 2021 12:02
0
გეთანხმებით, დიდი პატივისცემის მიუხედავად მეკარე გამოსაცვლელია. დინამოში თამაში არ აეწყო და ჯობია თავი დაგვანებოს. მერამდენედ გაგვიფუჭა მნიშვნელოვანი მატჩი. მეკარემ თუ ერთი ორი კარგი სეივი გააკეთა დროგამოშვებით, ეს კარგ მეკარეობას არ ნიშნავს.
გიზოგ
08 ივლისი 2021 11:46
0
ცხადაძემ გუნდს ფეხბურთი ათამაშა და ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი ფიფიას დარჩენაზე?
ფიფიამ შემაზიზღა დინამო
08 ივლისი 2021 10:17
0
დავიჯერო კობაური სასტარტოს ღირის არ იყო? ქართველებიც თამაშობენ კარგ ფეღბურთს. ვინც კარგი ყავდა დინამოს გაყიდა და ეხლა ეძებენ თურმე შემტევებს. სანამ ფიფია დინამოშია, დინამოს არაფერი ეშველება.
ვითომ
08 ივლისი 2021 10:07
1
მამარდაშვილი გაყიდო მესამე მეკარედ ვალენსიაში და იყო გადაბერებული უკლასო კვასხვაძე, მიგინეიშვილის იმედზე არვიცი რას ნიშნავს მამარდაშვილმა ლოკოს წინა სეზონის ეურო ბატალიებში უდიდესი წვლილი შეიტანა და ამათმა მაინც ლოკოს დაუტოვეს და მერე გაყიდეს რაუნდა თქვა ალბათ ქომაგიც და გუნდიც გკიდია და კიდევ ერთიც არ მესმოდა რატომ გამოუშვა ციურიხმა ხარაბაძე სამწუხაროდ გუშინ ხარაბაძემ ნათლად უპასუხა კითხვას შეცდომის შემდეგაც იცინოდა და ფეხებზე ეკიდა რა ანგარიში იყო ტაბლოზე
ანტა
08 ივლისი 2021 14:40
0
ფიფიასთვის მტავარი ფყლია, მერე სხვა დანარჩენი
aleksandre
08 ივლისი 2021 17:00
0
სამწუხაროდ ასე იყო და არა მარტო მას.
გიზოგ
08 ივლისი 2021 15:50
0
ძალიან მინდა კახა დიდ წარმატებებს მიაღწიო დინამოსთან ერთად,მაგრამ ფიფია...ფუ!!!
ფიფიამ შემაზიზღა დინამო
08 ივლისი 2021 09:22
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული