ბათუმის "დინამომ" მეტოქეს საქმე 18 წუთში მოუთავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ სან-მარინოში ადგილობრივ „ტრე პენეს“ 4:0 სძლია.

კლასში გუნდების სხვაობა ძალიან დიდი იყო. უკვე მე-18 წუთზე "დინამო" 3:0 დაწინაურდა და მატჩის და, ფაქტობრივად, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი გადაწყდა. შესვენების შემდეგ ბათუმური გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, შეცვლაზე შესულმა ზარიამ კი მეოთხედ დაამწუხრა მასპინძლები.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 15 ივლისს ბათუმში გაიმართება.

სარევალე. „ოლიმპიკო“
ტრე პენე - დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

ტრე პენე: მიგანი, მაიკონი (ჩეზარინი 64), პილაცი, ლომბარდი, სარტორი (ციბელი 81), ბოციოლეტი (ზონზინი 81), გაი, სემპრინი (ბატისტინი 55), სანტონი , ბადალასი, პიერი (კოსტა 64)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ჯიღაური (ზარია 46), ტეიდი (მანჯგალაძე 62), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (შინდაგორიძე 46), ფანცულაია (გროზურეკი 46), ფლამარიონი (სანოგო 57)

altთუკი ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ითამაშებენ - სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
კრიტიკა დავუტოვოთ ცხადაძეს და ფიფიას თავის პროგრესირებადი კომენტატაორებით. ახლა ბათუმი ბევრად უფრო ძლიერია,ყავს ნიჭიერი მწვრთნელი თამაშიც შესანიშნავად მიყავდა კომენტატორს არც გულშემატკივრები აკლებდნენ. ისე კი არა აქ ერთი კაცი რომ არ იყო. ბათუმი ბევრად სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა,ვიდრე დინამო და ნეფჩი ერთად აღებული, თუმცა შეცდომებიც ქონდა,რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.დარწმუნებული ვარ ნაფჩის ჩვენ გულზე არ გადაატარებდა.გეგუჩაძეს ყოველთვის ვცემდი პატივს,როგორც ნიჭიერ და პატიოსან ადამიანს.
სვანსკი
11:21 16-07-2021
0
ეს ბათUმის დინამო ნეფთჩის გადაურბენდა ჩემი აზრით..!!!!!
tbilisi
11:43 10-07-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული