თბილისის "დინამო" დღეს ბაქოში "ბაქსელ არენაზე" ივარჯიშებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "ნეფთჩისთან" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად დღეს ბაქოში ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"დინამოელები ბაქოს ეწვივნენ და დღეს საღამოს "ბაქსელ არენაზე" მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქში 22 ფეხბურთელი იახლა:

როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, სანდრო კალანდაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი, გიორგი გაბედავა, ზორან
მარუშიჩი და თორნიკე ახვლედიანი".

შეგახსენებთ, "დინამო" თბილისში 1:2 დამარცხდა, საპასუხო შეხვედრა კი 14 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოდა, მაგარი "სასტავია" წაყვანილი. რომ წავიკითხე, დამბურძგლა.
Hoda
18:29 13-07-2021
2

სიახლეები პოპულარული