ცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

AutoSharing Option
ბაქოში ადგილობრივ "ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. "ნეფთჩიმ" პირველ მატჩთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მთლიანობაში ორ შეხვედრაში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში. უპატიებელი შეცდომები დავუშვით, რომელთა გამო წავაგეთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

დამარცხების მიზეზი? ვინმეს დადანაშაულება ძნელია. აქ ყველა დამნაშავეა. არც ერთი გუნდისთვის არაა დასაშვები ამდენი შეცდომის დაშვება", - ციტირებს ცხადაძეს azerisport-ი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
სად იყურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რომ დინამო თბილის ისეთ ადამიანს აკონტროლებინებს როგორიც არის ფიფია
gela
20:26 15-07-2021
1
თუ ოთხიდან სამი ბურთი ჩვენ თვითონვე გავიტანეთ საკუთარ კარში, რა გამოდის? ჩვენ უფრო მაგრები ვყოფილვართ?!!! (მოგვიგია და ვერ გაგვიგია!)
რიგითი გულშემატკივარი
17:27 15-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული