"განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, გულშემატკივართა დასწრება აიკრძალოს" - ბათუმის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და სან მარინოს "ტრე პენეს" მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტისა და უეფასგან დაკისრებული ფულადი სანქციების შემდეგ, ბათუმის "დინამომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმსა" და "ტრე პენეს" შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები ემუქრება.

ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს
ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.

უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე."

შეგახსენებთ, ბათუმელები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის "ბატეს" 22 ივლისს უმასპინძლებენ.

altკონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზედმეტმა დემოკრატობანამ იცის ეს. ამ უტვინო ვითომ ფანმა,რატომ უნდა ისეირნოს საფეხბურთო მოედანზე უპრაკუნოდ.რა გოიმობა და ღრმა სოფლელობაა, მისი რა მიდის ფეხებზე არ კიდია უეფას სანქციები,თვითონ გადაიხდის თუ ვინმე დაავალებს გადახდას? კლუბმა,მერიამ, რესპუბლიკამ(ავტონომიურმა ასე რომ მივსტირით მის სტატუსს)და მათმა არაეფექტურმა(არაფრის მაქნისმა) ორგანოებმა ეს უმსგავსობა ვერ უნდა აღკვეთოს? კი ბატონო იმ ეგრეთწოდებულმა ფანმა ვერ გაითავისა თავისი ქმედებების უაზრობა და მოტანილი შედეგები,ამიტომ სახელმწიფომ აუკრძალოს ბათუმელებს ფეხბურთზე სიარული?
vax-vax
12:13 23-07-2021
0
ბათუმელებო ძალიან მეამაყებით, საუკეთესო ფანები ხართ მთელი ქალაქი! უბრალოდ გთხოვთ დაემორჩილეთ წესრიგს და გულშემატკივრობის ნაცვლად ნუ დააზარალებთ გუნდს! არსად არ ხდება ასე ქაოსურად მოედანზე დასეირნობდეს ვისაც არ ეზარება! უეფას დელეგატები არ მაზავენ დაჯარიმების შანსს და ძალით ნუ გაიფუჭებთ საქმეს! განსაკუთრებით ბავშვები გააფრთხილეთ! გუნდის ხელმძღვანელობასაც მოვუწოდებ, ჯობს დაცვა გააძლიეროს და ამაში დახარჯოს ფული, ვიდრე უეფას ჯარიმებში! ისე აჭარის მთავრობაც თუ გამოყოფს ძალებს და დაცვის პოლიციას სთხოვს დახმარებას ცუდი არ იქნება!
გიო
15:26 20-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული