"მაკაბის" მწვრთნელი: მარცხმა დაღი დაგვასვა, მაგრამ გამარჯვებას შევეცდებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჰაიფის "მაკაბის" მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით. იმედი გვაქვს, ახალ ტურნირზე წარმატებას მივაღწევთ და რაც შეიძლება შორს გავალთ. ჩვენ ვიცით, "დინამო" დიდი ტრადიციებისა და გამოცდილების მქონე გუნდია, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებისთვის აქვს მიღწეული.

ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, საკმაოდ მძიმე მატჩს ველით. რასაკვირველია, ხვალ ჩვენ ვეცდებით გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, მარცხმა დაღი დაგვასვა და ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ, მაგრამ ეს
გამარჯვებისთვის ბრძოლაში ხელს არ შეგვიშლის.

პროგნოზებზე საუბარს ვერიდები. შევეცდებით, ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. დანარჩენს თამაში დაგვანახებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული