ისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხდა.

„დინამომ“ მოიგერია რა მეტოქის სასტარტო შეტევა, სწრაფი კონტრიერიშით უპასუხა. მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სულ მალე მასპინძელთა მცველების შეცდომით აცილმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ნაკლებად სანახაობრივი, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. საქართველოს ჩემპიონს უჭირდა ბურთის დაჭერა, ინიციატივის დაუფლება. მას ელემენტარულად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გუნდს წინ გაუძღვება და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენებაზე „დინამოს“ მწვრთნელმა
ცხადაძემ თამაშის გასამწვავებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ქარდავასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი და ოსეი შეუშვა. ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ჰაიფური გუნდი კი თავს უნარიანად იცავდა და თამაში მისთვის სასურველი სცენარით ვითარდებოდა. 66-ე წუთზე მეირის პასით შეცვლაზე შესულმა დავიდმა მიგინეიშვილის კარი დალაშქრა და „დინამო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს „დინამომ“ დიდი ძალებით შეუტია და პაპავამ ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, "დინამომ" ისევ წააგო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც მისი მოწინააღმდეგე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში მთლად უშანსოდ არ არის.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ჰაიფაში ჩატარდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1 აცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე, კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46), მარუშიჩი

მაკაბი: კოენი, გერშონი, მეირი, პლანიჩი (დაბანი 84), მენაჰემი, აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71), აცილი (დავიდი 64), დონიო (საჰარი 63), აზიზა (ასკენაზი 84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
დინამო თბილისი-ყველაზე სტუმართმოყვარე უთავმოყვარეო გუნდი სამყაროში!!! დიადო ვეტერანებო იყავით ეგრე ჩირგვებში ხმა არ ამოიღოთ ვინმეს არ ეწყინოს!!!
S.O.S. სასწრაფოდ!!!
23 ივლისი 2021 10:43
0
რაც კლუბია ის არის რეპორტაჟი!
ცხადაძე მენანება
wbc
23 ივლისი 2021 10:26
0
მართლა საზღვარი აქვს ყველაფერს უკვე, ნებისმიერი გუნდისთვის დინამო საჩუქარია უკვე სამწუხაროდ.
Diduuuu ra dgeshiaaa qartuli fexburti
23 ივლისი 2021 10:18
0
Წლებია დინამოს თამაშს ვუყურებ და აღმოსავლეთ ტრიბუნა მუდამ ცარიელია,ან აღმოსავლეთ ტრიბუნისკენ დასვით ხალხი,ან კამერა დააყენეთ აღმოსავლეთით...ანდა რა აზრი აქვს ნეტა
Levan
23 ივლისი 2021 09:53
1
დაიშალოს თბილისის დინამო დღევანდელი შემადგენლობით!!! ასევე უნდა გაიწმინდოს ფეხბურთის ფედერაცია უცოდინარების და არაპროფესიონალებისაგან!!!
კორონიკო!
23 ივლისი 2021 09:33
3
ფიფიამ დაღუპა დინამო...
rezi
23 ივლისი 2021 09:27
0
Ერთ წელში გუნდი არ შენდებაო და გაცალეთ,მერე ორი,სამი,ოთხი...დინამო აღარ არსებობს
Levan
23 ივლისი 2021 07:07
0
ჟურნალისტიც მაგრად ღადაობს, წააგეს მაგრამ შანსს ინარჩუნებენო)))
მამუკა
23 ივლისი 2021 04:21
0
ხალხნო კლუბის მეპატრონეებს და მწვრთნელებს და ფეხბურთელებს თავმოყვარეობა რომ არ აქვთ ეგ გასაგებია, მარა თქვენ რაღა დაგემართათ, რას აკომენტარებთ, ან რას უყურებთ ამ მარაზმს! გაიფიცეთ ნუღა უყურებთ და მოუწევს წასვლა იმ კაცს, სხვანაირად დაასამარებენ დინამოსაც და ქართულ ფეხბურთსაც ეს სამარცხვინო ადამიანები. რამდენჯერ და რამდენი საუკუნე უნდა წააგოს ზედიზედ , რომ მიხვდეთ რომ არ უყუროთ და არ იაროთ ამ კლუბის თამაშებზე
მალადეც
23 ივლისი 2021 03:24
0
fifia da dinamoa kaifia)))
qomagi
23 ივლისი 2021 02:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული