"მაკაბის" მწვრთნელი: ხარვეზები გვქონდა, შედეგით კმაყოფილები ვართ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ჰაიფის "მაკაბის" მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა გააკეთა:

"მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ, 2:1 გამარჯვება ურიგო შედეგი არაა. ჩვენს თამაშში არაერთი ხარვეზი იყო და ვცდებით, განმეორებით შეხვედრაში გამოვასწოროთ.

მეტოქის მოედანზე გამარჯვება იოლი არ იყო. წარმატების მიღწევას მომავალშიც ვეცდებით. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ გუნდს გარკვეული სირთულეები ჰქონდა. იმედია, დღევანდელი გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისის "დინამოში" უტყარი პროგრესია.... შარშანდელი ფარერის კუნძულებთან 1:7 დამარცხების შემდეგ.
tngh
15:43 23-07-2021
0

myquiz
სიახლეები პოპულარული