"ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება..." - "მაკაბის" გულშემატკივრები

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ ჰაიფის "მაკაბის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ. კომენტარების უმეტესობა ნეგატიური იყო - მათ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში არ მოსწონთ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არიან:

"ეს არ არის კარგი თამაში ჩვენი გუნდის მხრიდან, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მომავალ კვირას ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უდიდესი უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ - 3:0."

"ჩვენი გუნდის სამარცხვინო გამოსვლა მთავარი მწვრთნელის ჩათვლით! რგოლებს შორის სუსტი კავშირი გვაქვს, თავდასხმაც უნდა გააქტიურდეს!"

"გავიმარჯვეთ. ებრაული კერძების სიყვარულის მიუხედავად, ქართულ სამზარეულოს არაფერი
შეედრება! ხაჭაპური ძალიან გემრიელია."

"იმედგაცრუებულები ვართ. ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება, რადგან თავდაჯერება გვაკლდა."

"ჩვენი გუნდის თამაში ის არ არის, რაც უნდა იყოს... თუკი ჰაიფაშიც ასე ვითამაშებთ, წავაგებთ. სწრაფად უნდა გამოვფხიზლდეთ, გამარჯვებისთვის კი მადლობა."

altცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

altისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ისეთი ვარიანტია, ჯამლეტ ხუხაშვილმა რომ თქვა - ღმერთმა ქნას! უფრო სწორად, ჩვენმა კალათბურთელებმა ქნანო! დიდი შრომა და გულისხმიერებაა საჭირო, თუნდაც ბატეს დონეზე ავიდეს გუნდი. ცხადა უკვე რომანის ზღაპრებით გაერთო და ვეჭვობ, კაი ხანს გააგრძელებს
: )))))))
24 ივლისი 2021 17:47
0
უჰ, ჩვენც როგორ გვიხარია, რომ ფრთხილობენ! ჩვენ კი ვიცით რაც მოხდება და შეგუებულებიც ვართ, მაგრამ სანამ მოხდებოდეს ვისიამოვნოთ, რომ გვიფრთხიან, ეგონოთ, რომ მაგათი დამარცხება და გამოგდება მართლა შეგვიძლია. ეგონოთ...
კოტე
24 ივლისი 2021 15:28
0
ღმერთს მუ აწუხებთ, ყველამ ვიცით რაც მოხდება
ზორბეგი
24 ივლისი 2021 00:29
0
ეგენი რომ მაგას ამბობენ,ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?
სოსო
23 ივლისი 2021 21:07
0
ჩვენთან გამოვა ცხადა და მოყვება რომანის ზღაპრებს.
: )))))))
24 ივლისი 2021 11:59
0
არც ეყოლება,სირბილი უნდა ისწავლონ და დაცვაში ჩასვლა დროულად,კარშიც უნდა დაარტყან ერთი ორჯერ მაინც, ეეხ მეტი არარი ჩემი მტერი!!
ჰაიფას ცალი ფეხით უგებდნენ.
23 ივლისი 2021 16:00
0
ღმერთობაზე თავს არ ვდებ მარა მე ვიცი რაც მოხდება.
მაქაბი მოიგებს 2-3 ბურთის სხვაობით, მინიმუმ.
ცხადაძე იტყვი კარგი ინდივიდუალისტები არ მყავს და ვინც არიან გაუგებარ შეცდომებს უშვებენო.
დინამოს მენეჯმენტიდან კითხავენ უკმაყოფილო გულშემატკივარს თუ იციან რამდენია ისრაელის მშპ.
აგერ მე და აგერთ თქვენ თუ ასე არ იყოს :D
GATUZO
23 ივლისი 2021 15:20
0
არადა ბიჭებს იმენნა სვეტა გვინდა!!!
gatuzo
23 ივლისი 2021 16:23
0
ხოდა მორჩა შენი აპალონი!
სვეტა
23 ივლისი 2021 15:54
0

სიახლეები პოპულარული