"ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება..." - "მაკაბის" გულშემატკივრები

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ ჰაიფის "მაკაბის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ. კომენტარების უმეტესობა ნეგატიური იყო - მათ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში არ მოსწონთ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არიან:

"ეს არ არის კარგი თამაში ჩვენი გუნდის მხრიდან, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მომავალ კვირას ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უდიდესი უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ - 3:0."

"ჩვენი გუნდის სამარცხვინო გამოსვლა მთავარი მწვრთნელის ჩათვლით! რგოლებს შორის სუსტი კავშირი გვაქვს, თავდასხმაც უნდა გააქტიურდეს!"

"გავიმარჯვეთ. ებრაული კერძების სიყვარულის მიუხედავად, ქართულ სამზარეულოს არაფერი
შეედრება! ხაჭაპური ძალიან გემრიელია."

"იმედგაცრუებულები ვართ. ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება, რადგან თავდაჯერება გვაკლდა."

"ჩვენი გუნდის თამაში ის არ არის, რაც უნდა იყოს... თუკი ჰაიფაშიც ასე ვითამაშებთ, წავაგებთ. სწრაფად უნდა გამოვფხიზლდეთ, გამარჯვებისთვის კი მადლობა."

altცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

altისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ისეთი ვარიანტია, ჯამლეტ ხუხაშვილმა რომ თქვა - ღმერთმა ქნას! უფრო სწორად, ჩვენმა კალათბურთელებმა ქნანო! დიდი შრომა და გულისხმიერებაა საჭირო, თუნდაც ბატეს დონეზე ავიდეს გუნდი. ცხადა უკვე რომანის ზღაპრებით გაერთო და ვეჭვობ, კაი ხანს გააგრძელებს
: )))))))
17:47 24-07-2021
0
უჰ, ჩვენც როგორ გვიხარია, რომ ფრთხილობენ! ჩვენ კი ვიცით რაც მოხდება და შეგუებულებიც ვართ, მაგრამ სანამ მოხდებოდეს ვისიამოვნოთ, რომ გვიფრთხიან, ეგონოთ, რომ მაგათი დამარცხება და გამოგდება მართლა შეგვიძლია. ეგონოთ...
კოტე
15:28 24-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული