სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შოთა გუჯაბიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც "დინამოსა" და "ბატეს" გულშემატკივრებს შორის მომხდარი კონფლიქტია ასახული.
ვიდეოში ჩანს, რომ ქართველები ბელარუს გულშემატკივრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე იწევენ, შუაში კი პოლიცია დგას.
"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა." - წერს "ფეისბუქმომხმარებელი" შოთა გუჯაბიძე.
გარდა ამისა, არაერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ბათუმელი გულშემატკივრის უკმაყოფილება ბელარუსი ფანების მხრიდან "ბატეს" მიერ გატანილი გოლის ზედმეტად ემოციურმა აღნიშვნამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბატეს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.