კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამოს" დამარცხებამ (1:0) ძალიან გაახარა "ბატე". ბელარუსულმა გუნდმა გასახდელში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, მისმა თავდამსხმელმა ნიკოლაი სიგნევიჩმა კი კლუბის საიტს სახელდახელო ინტერვიუ მისცა.
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. საჭიროა მებრძოლი ხასიათი გამოვავლინოთ და სახლში კარგი თამაში ვაჩვენოთ. მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით - საპასუხო შეხვედრისთვის სრული პასუხისმგებლობით მოვემზადებით.
- თამაშის ბოლოსკენ ჩინებული მომენტი გქონდა. გოლის გატანაში ხელი რამ შეგიშალა?
- ვცდილობდი ბურთი კუთხეში გადამეგზავნა, მაგრამ ყველაფერი ბრძოლაში მოხდა. დავარტყი და მხოლოდ შემდეგ დავინახე, სად წავიდა ბურთი. თუმცა,
ამას გარდა, მოედანზე დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ნეხაიჩიკის გოლში აისახა.
- მატჩის ატმოსფერო როგორ მოგეწონა?
- მატჩის ატმოსფერო როგორ მოგეწონა?
- სუპერი! იმედია, "ბორისოვო-არენაზე" ნაკლები გულშემატკივარი არ იქნება. ჩვენ თქვენ გელით და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.