ქუთაისის "ტორპედომ" ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა ძირითადი გუნდის მოთამაშეებმა ეროვნული ლიგის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. "დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში" ქუთაისელებმა "საბურთალოსთან" ფრედ, 1:1 ითამაშეს.
შეხვედრა თბილისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ანგარიშის გახსნა სტანდარტული მდგომარეობიდან სცადეს. ამის შემდეგ გიორგი გულიაშვილის სახიფათო დარტყმა ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია.
ფაქტობრივად, შემდეგივე შეტევა ქუთაისელებმა გოლად აქციეს - ახალწვეულმა ლევან წოწონავამ ლაშა ჩალაძეს გაატანინა და პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა.
მეორე ნახევარში გუნდებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. თამაშს ძირითადად "საბურთალო" აკონტროლებდა, კახა ჩხეტიანის გუნდი ერთხელ
ძელმა იხსნა, ერთ ეპიზოდში კი დინო ჰამზიჩის კარი თამაშგარე მდგომარეობიდან აიღეს. "საბურთალომ" მაინც გაიტანა - მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ ნიგერიელი ოგაგა ოდუკოს საგოლე პასი გამოიყენა.
ქუთაისის "ტორპედო" კი მალე ოფიციალურად გამოაცხადებს გუნდში მეკარე როინ კვასხვაძისა და ნახევარმცველ მათე ცინცაძის დაბრუნების შესახებ.
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, 8 აგვიატოს, "საბურთალო" თბილისის "დინამოს" ესტუმრება, მომდევნო დღეს კი "ტორპედო" "თელავს" მიიღებს.