"დინამოსთან" მატჩამდე "მაკაბი" ახალ საჩემპიონო სიმღერას ააჟღერებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ჰაიფის "მაკაბი" ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა - ისრაელის ჩემპიონმა თასის მფლობელ თელ-ავივის "მაკაბის" 2:0 სძლია.

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბოლო პერიოდში გულშემატკივრები ბილეთების მაღალი ფასის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, "დინამოსთან" მატჩამდე კი ხელმძღვანელობამ ეს გაითვალისწინა და თბილისელებთან შეხვედრაზე დასწრება ადრინდელზე უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.

"მაკაბის" "ფეისბუქგვერდი" წერს, რომ ხუთშაბათს საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ, კონფერენს ლიგის შეხვედრის დაწყებამდე, სტადიონზე გულშემატკივრების მიერ შექმნილ ახალ საჩემპიონო სიმღერას ააჟღერებენ.

შეგახსენებთ, ამ წყვილს შორის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა და
"მაკაბის" გამარჯვებით (2:1) დასრულდა, შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი კი, დიდი ალბათობით, ფარერულ "ტორსჰავს" დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში მონტენეგროს "ბუდოჩნოსტი" 4:0 დაამარცხა.

alt"ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება..." - "მაკაბის" გულშემატკივრები

alt"მაკაბის" მწვრთნელი: ხარვეზები გვქონდა, შედეგით კმაყოფილები ვართ

altისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]