ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:5 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

ცხადაძემ წაგების გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, დაცვის შეცდომების შედეგად გოლები გაუშვეს, მესამე გოლის შემდეგ გუნდი დაიშალა, ამჟამად "დინამო" ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, მარცხზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ახლა ანალიზის გაკეთება ძნელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმის დინამო,ამჟამად ისეთ დონეზეა დაკომპლექტებული და ისეთ დონეზე თამაშობს,რომ თბილისის დინამო,შემადგენლობის გაძლიერების გარეშე,კაიხანს,ახლოს ვერ გაეკარება,საჩემპიონო ტიტულს.იმედი მაქვს,ქუთაისის ტორპედო,ბოლოს და ბოლოს დაძლევს ფინანსურ კრიზისს და თუ ეს მოხდა,ძალიან სწრაფად შეძლებს საჩემპიონო რბოლაში ჩაბმას თუ არა,ძალიან ანგარისგასაწევ გუნდად ჩამოყალიბებას მაინც.ლოკომოტივი და საბურთალოც ნიჭიერ ბიჭებს ზრდიან და კონკურენცია,თვითონ აიძულებს ფიფიას,ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს დინამოს.გუნდს პირველ რიგში კარგი მენეჯერი სჭირდება,რომელიც იზრუნებს გუნდის განვითარების სტრატეგიის შექმნასა და მის განხორციელებაზე.ამის გარეშე,კლუბს სამეულზე ბრძოლაც კი, ძალიან გაუჭირდება
სოსო
10:38 31-07-2021
0
მწვრთნელი რო ხარ და კონტრაქტს ხელს აწერს უკვე იღებ ვალდებულებას !!! ყველაფერს ფიფქიას ნუ დავაბრალებთ ის ბიზნესმენია და აკეთებს რაც იცის ფულს! ეს მწვრთნელი კიდე ხან გულშემატკივრებს გვლანძღავს რატო გვაგინებთო და ხან გუნდს :) მეორე ლიგის გუნდმა გაგრამ ბევრად უკეთ ითამაშა ვიდრე ქვეყნის ჩემპიონმა რაზეა აქ საუბარი.
ბოკინიო
17:33 30-07-2021
1

myquiz

სიახლეები პოპულარული