კონფერენს ლიგაზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:5 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.
ცხადაძემ წაგების გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, დაცვის შეცდომების შედეგად გოლები გაუშვეს, მესამე გოლის შემდეგ გუნდი დაიშალა, ამჟამად "დინამო" ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, მარცხზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ახლა ანალიზის გაკეთება ძნელია.