ბათუმის "დინამო" შესაძლოა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდეს

AutoSharing Option
უეფამ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გამართა და იმ წყვილის ვინაობა გაირკვა, რომლის გამარჯვებულს ბათუმის "დინამო" ან თურქული "სივასპორი" დაუპირისპირდება. ბათუმელთა სავარაუდო მეტოქე "ლოკომოტივსა" (ბულგარეთი)  და "კოპენჰაგენს" (დანია) შორის საუკეთესო იქნება. შეგახსენებთ, დანიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის. "დინამოს" წარმატების შემთხვევაში, პირველი მატჩი ბათუმში, 19 აგვისტოს გაიმართება.

ქართული კლუბის წყვილი განუთესავი იყო და საკმაოდ სერიოზული პოტენციური მეტოქეები ჰყავდა - იტალიური "რომა", ევროპა ლიგის წყვილში "იაბლონეცი" (ჩეხეთი) - "სელტიკი"(შოტლანდია) დამარცხებული და კონფერენს ლიგის ორი დაპირისპირებიდან - "შლიონსკი"(პოლონეთი) - "ჰაპოელი"(ბეერ შევა, ისრაელი),
"სოჩი" (რუსეთი) - "პარტიზანი" (სერბეთი) ერთ-ერთში საუკეთესო.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელები 5 აგვისტოს "სივასპორს" უმასპინძლებენ, ერთი კვირის შემდეგ კი თურქეთში ესტუმრებიან.

altასე ზეიმობდა ბათუმში გულშემატკივარი "დინამოს" "ბატესთან" გამარჯვებას [VIDEO]

alt"ბატეს" მწვრთნელი: მრცხვენია, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია

altსანიოლი ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე გამარჯვებით გახარებულია






მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდე რამდენი თამაში დარჩა ჯგუფურ ეტაპამდე?
შმაგი17
02 აგვისტო 2021 23:29
0
თბილისის დინამო რომ იყოს, გაუწევდა წინააღმდეგობას კოპენჰაგენსაც კი, მაგრამ სამწუხაროდ, ბათუმის იმედი არ მაქვს
ქართველი არბიტრი
02 აგვისტო 2021 17:01
63
თბილისის და ბათუმის თამაშებს ბოლოს როდის უყურე გაგვიმხილე რა კაცურად :):):)
მერაბი
04 აგვისტო 2021 12:57
0
ღადაობ ალბათ?!
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2021 00:00
0
ყველა გამოხმაურება
არცერთი არაა გრანდი და არც გრანდთან მიახლოებული. თუმცა ისეთი გუნდებია, მათთან თანაბარი თამაში ამ ეტაპზე დიდი წარმატება იქნება. იმედია, ბათუმი სწორ გზას გააგრძელებს და მომავალში კიდევ გაძლიერდება, სასურველია ქართველებით. იქნებ გვეღირსოს საშუალოევროპული დონის ნორმალური გუნდი. 30 !!! წელია ველოდებით...
merabi-1960
02 აგვისტო 2021 16:43
0
მოხდეს საოცრება და თურქები გამოვაგდოთ. მერე პრეტენზიაც არმექნება!! რუბინი ვს გენტი საყურებელია :)))
beqa
02 აგვისტო 2021 16:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული